QBQ (Question Behind The Question) არის ტრენინგ-საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და დღესდღეისობით 174ზე მეტი პატრნიორი კომპანია ჰყავს. განხორციელებული აქვს 250-ზე მეტი პროექტი და 2350-მდე ტრენინგი.
QBQ არის ორგანიზაცია, რომელიც 7 წელია ატარებს ტრენინგებს, მომსახურება გაყიდვების მიმართულებით, რომელიც ეხმარება კომპანიებს გახდნენ კლიენტორიენტირებულნი და შექმნან მაღალი ხარისხის მომსახურების სისტემა.
ჩვენ, კომპანიებს ვთავაზობთ გრძელვადიან თანამშრომლობას HR-ის მიმართულებით, რაც გულისხმობს, ჩვენი გუნდის ჩართულობას ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (რეკრუტინგი, ადმინისტრირება, სამოტივაციო სისტემები, განვითარება).
QBQ აგრეთვე ატარებს ინდივიდუალურ ტრენინგ-კურსებს, რომლებიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ჩაერთოს უწყვეტი განვითარების პროცესში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მსმენელს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო, მივაწოდოთ კონკრეტულ საკითხებზე ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია.