დავასრულეთ ტრენინგ-კურსი კომპანია “წისქვილი ჯგიფთან” მომსახურების მიმართულებით. ქბქ/სერვის აკადემია მადლობას უხდის “წისქვილის” გუნდს აქტიური თანამშრომლობისთვის. “წისქვილი ჯგუფი” – გუნდი, რომელიც 17 წელია, არ კარგავს ხარისხს.
ჩვენი მიზანია მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტის დანერგვა, კომპანიებში მომსახურების სერვისის შექმნა, წარმატებული მოლაპარაკებების ტექნიკის ჩამოყალიბება. სწორ კომუნიკაციასა და პირად პასუხისმგებლობაზე დამყარებული სამუშაო გუნდის ორგანიზება.
გაიგე მეტიტრენინგ - საკონსულტაციო ცენტრი QBQ, პროფესიონალი ტრენერების გუნდია, რომელიც მეორე წელია არსებობს ბაზარზე და მრავალ წარმატებით განხორციელებულ პროექტს ითვლის. მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, გთავაზობთ თანამედროვე სწავლებისა და მართვის მეთოდებს, მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბების სერვისებს, ორგანიზაციული კულტურის და გუნდის ფორმირების გზებს. თითოეული ტრენინგ მოდული გათვლილია კონკრეტულ შედეგზე და ორიენტირებულია დამკვეთის მიზანზე.QBQ- ს გამოცდილ გუნდთან მუშაობა თქვენს გუნდს შესძენს საჭირო უნარებს და დაეხმარება პირადი რესურსის თუ შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურ მართვაში. ჩვენი გუნდი მზად არის მოერგოს თქვენი საქმიანობის სპეციფიკას და შეიმუშოს თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამა ექსკლუზიური პირობებით, რომელიც მოიცავს ტრენინგების ჩატარებას და ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ გამოცდილება და მივცეთ მეტი შესაძლებლობა თქვენს რესურსებს.
პირადი და გუნდური პასუხიმგებლობის ამაღლება ნებისმიერ ჩვენგანში უმნიშვნელოვანესი საკითხია. როდესაც John Miller-ის წიგნი“The Question the behind the Question “ წავიკითხე, მივხვდი რომ ძალიან მარტივ მიდგომას, სწორად დასმულ კითხვას შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება შეეცვალა . ვიპოვოთ საკუთარი თავი და მივანიჭოთ პირადი პასუხიმგებლობა-თითოეული ჩვენგანის ძირითადი პრობლემაა. ამიტომაც, შევქმენი გუნდი რომელთა თითოეულ წევრს , კითხვაზე - „რა შემიძლია გავაკეთო მე?“ - პასუხი ერთადერთი აქვს: სვლა პირადი და პროფესიული განვითარებისკენ! გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების საინტერესო გზაზე!
გარდაქმნებისათვის საჭირო რესურსი და პერსპექტივა, არსად იმდენი არ არის, რამდენიც თავად ჩვენშია. "შენ არ ხარ ის რასაც ფიქრობ და ლაპარაკობ, შენ ხარ ის რასაც აკეთებ" -კარლ იუნგის ეს ფრაზა არის ჩემი ყოველდღიური დევიზი. ამ თეზისის მიხედვით ჩემს საკუთარ თავს და გარშემო მყოფ ადამიანებს შთავაგონებ, რომ თუ კი აზროვნების პროცესი არ გადაგვყვავს ქმნადობაში, ჩვენი ნებისმიერი ფიქრი, მიუხედავად პრიორიტეტისა, არის ფუჭი დროის კარგვა.
ადამიანები, რომლებსაც არ ესმით სიმართლე, ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს, ადამიანები, რომლებიც ვერ გრძნობენ რეალობას ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია, არიან სწორედ ისინი, ვინც საკუთარ თავში მნიშვნელოვანი ძალა და უნარი მაპოვნინეს. საკუთარ თავში აღმოჩენილი ეს „მე“-ობის ნაწილი კი მავალდებულებს, იგივე სიკეთე დავუბრუნო მათ. დღითიდღე უფრო და უფრო მძლავრად მაქვს მოთხოვნილება, ხმა მივაწვდინო რაც შეიძლება მეტ ადამიანს და ვუთხრა : „ მზე, რომელსაც გარეთ ეძებთ, სინამდვილეში თქვენშია!!!”
პროფესიონალებით დაკომპლექტებული და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენერების გუნდი
QBQ გთავაზობთ ტრენინგ პროექტების ფართო სპექტრს. ფართო აუდიტორია. მოტივირებული და მიზანდასახული გუნდი
დავასრულეთ ტრენინგ-კურსი კომპანია “წისქვილი ჯგიფთან” მომსახურების მიმართულებით. ქბქ/სერვის აკადემია მადლობას უხდის “წისქვილის” გუნდს აქტიური თანამშრომლობისთვის. “წისქვილი ჯგუფი” – გუნდი, რომელიც 17 წელია, არ კარგავს ხარისხს.
წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც წარმატება არჩევანია! “QBQ/სერვის აკადემიის” ტრენერთა გუნდი ამჯერად Kärcher Home & Garden-ს ესტუმრა. კერხერის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგ-კურსი გაყიდვების მიმართულებით. კერხერი მსოფილიოს წამყვანი ბრენდია, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ხარისხიან პროდუქციაზე დასუფთავების სფეროში.
როდესაც მიზანი მიღწეულია. დავასრულეთ კომპლექსური ტრენინგ-კურსი კომპანია Intelexpress-თან მომსახურება/გაყიდვების მიმართულებით. QBQ მადლობას უხდის Intelexpress-ის გუნდს აქტიური და პოზიტიური თანამშრომლობისთვის. #აქაც_შესაძლებელია, #ბიზნესი_იწყება_მომსახურებით
QBQ-სთან თანამშრომლობა იმ მიმართულებით დავიწყეთ, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მტკივნეული იყო, ეს ეხებოდა ავტო-გასამართ სადგურებზე მომსახურების გაუმჯობესებას. QBQ-სთან გატარებული სამი თვის შემდეგ ჩვენმა კომპანიამ მყისიერი შედეგი მიიღო, რაც პირველ რიგში მაკას და მისი გუნდის წევრების დამსახურებაა. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ QBQ თავის მოვალეობას თითოეული კომპანიის მიმართ გადაჭარბებული პასუხიმგებლობითაც კი ეკიდება. როდესაც ვხედავდით, როგორ მთელი სულითა და გულით იხარჯებოდა QBQ ჩვენი კომპანიისთვის, ეს მეც და სხვა თანამშრომლებსაც ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევდა. ვუსურვებ QBQ-ს წარმატებას და ბევრ საინტერესო პროექტს. ჩვენი თანამშრომლობა კი გრძელდება და იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში აუცილებლად მივალთ იქ, საითაც მივდივართ.
პარტნიორი კომპანიებიდან თამამად შემიძლია გამოვყო კომპანია QBQ და მისი ხელმძღვანელი მაკა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ საქმიანი ურთიერთობებით. მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პიროვნული ურთიერთობები და ჩვენი ერთგული გულშემატკივარია. ჩვენი კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე მომხმარებელთან ურთიერთობასა და მომსახურების მაღალ ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვცდილობთ, ყოველთვის მივაწოდოთ ჩვენს თანამშრომლებს ინფორმაცია მომსახურების თანამედროვე სტანდარტებთან დაკავშირებით და ვთავაზობთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ QBQ-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოცხადებულ მარათონში, რომელიც აქციის ფარგლებში ითვალისწინებდა ტრეინინგ-სემინარის ჩატარებას თემაზე „ემოცია გადამდებია“. ტრეინინგის ფარგლებში განიხილეს და პრაკტიკაში გაითამაშეს ჩვენმა თანამშრომლებმა სხვადასხვა სიტუაციები, მათი მართვის გზები და ემოციების როლი პრობლემის მოგვარებაში. ქარიზმატულმა, მხიარულმა და ენერგიულმა ტრენერებმა ადვილად აიყოლიეს ტრეინინგის მონაწილეები და ჩართეს კრეატიულ და სახალისო სავარჯიშოებში. ვუსურვებ QBQ-ს ბევრ წარმატებულ პროექტს!
QBQ-ს მიერ ჩვენს კომპანიაში ჩატარებული ტრეინინგი ნამდვილად კარგი ექსკურსი იყო მენეჯმენტის ხელოვნებაში. თეორიულ ცოდნასთან ერთად მოდულმა მოგვცა ბევრი ტექნიკური მუშა-ინსტრუმენტი, თუ როგორ განგვეხორციელებინა რეგულარული მენეჯმენტი და უზრუნველგვეყო რეგულარული უკუკავშირი თანამშრომლებთან. ტრეინინგი ნამდვილად იყო სხვდასხვა იდეების ინსპირაციის წყარო. სწრაფად ცვალებად გარემოში ორგანიზაციები მუდმივად უნდა იყვნენ სწავლაზე, კომპეტენციის ამაღლებასა და სიახლეებზე ორიენტირებული. შესაბამისად სიახლეების, ახალი მუხტის შემოტანა ნამდვილად აუცილებელია და ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის. ამ ფონზე ვთვლით, რომ QBQ სიახლეებისა და კომპეტენციის ამაღლების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. ვფიქრობთ, თქვენი საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ენერგიით მალე გიხილავთ დარგის ლიდერთა შორის. წარმატებები!