QBQ-ს ტრენინგ-კურსი leadership-ის შესახებ

QBQ-ს ტრენინგ-კურსი leadership-ის შესახებ

დავასრულეთ ტრენინგ-კურსი leadership-ის მიმართულებით. კურსი მოიცავდა საკითხებს, როგორიცაა: ვინ არის ლიდერი? ლიდერის პროფესიული და პირადი მახასითებლები; შიდა ბარიერები გუნდთან ურთიერთობისას; ლიდერის მუშაობის სტილი და ა.შ. ტრენინგ-კურსს ესწრებოდნენ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც QBQ-ს ტრენერებთან ერთად აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას თემის ირგვლივ წამოჭრილ სხვადასხვა დისკუსიებში. QBQ მადლობას უხდის ტრენინგის მონაწილეებს და უსურვებს პროფესიულ წინსვლას.

სრულად
ტრენინგ-კურის მომსახურება/გაყიდვების მიმართულებით IT STEP აკადემიასთან

ტრენინგ-კურის მომსახურება/გაყიდვების მიმართულებით IT STEP აკადემიასთან

QBQ-ს ტრენერების გუნდი ამჯერად IT STEP აკადემიას ესტუმრა. IT STEP აკადემია 1999 წლიდან ფუნქცინირებს საქართვეკიში და IT მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო სასწავლო ცენტრს წარმოადგენს. IT STEP აკადემიასთან QBQ-ს მიერ გავლილი ტრენინგ-კურსი შემდეგ თემებს მოიცავს: მომსახურება; გაყიდვები; ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკული და თეორიული მაგალითების საშუალებით ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ძირითად სტანდარტებს ეცნობიან. QBQ მიესალმება აიტი აკადემიის სურვილს, […]

სრულად
ტრენინგ-კურსი სასტუმრო “ამბასადორთან”

ტრენინგ-კურსი სასტუმრო “ამბასადორთან”

2019 წელი QBQ-ს გუნდმა სასტუმრო ამბასადორთან აქტიური თანამშრომლობით დაიწყო. QBQ-ს კვალიფიციური და გამოცდილი ტრენერების დახმარებით მსმენელები ეცნობიან საკითხებს, რომელიც სასტუმრო ბიზნესში ეფექტურ მომსახურებას უკავშირდება: როგორ მოვემსახუროთ სტუმრებს რთულ სიტუაციაში, რა წესები და სტანდარტები არსებობს სტუმრებთან ურთიერთობისას, რა ეროვნული თავისებურებანი უნდა გავითვალისწინოთ სტუმარმასპინძლობისას და რა როლი ენიჭება თითოეულ თანამშრომელს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. QBQ საკმაოდ დიდ ყურადღებას […]

სრულად
ტრენინგ-კურსი საშუალო რგოლის მენეჯერთათვის კომპანია „ნავნესთან“

ტრენინგ-კურსი საშუალო რგოლის მენეჯერთათვის კომპანია „ნავნესთან“

დავასრულეთ ტრენინგ-კურსი კომპანია „ნავნესთან“ მენეჯმენტის მიმართულებით. დროის მცირე მონაკვეთში მიწოდებული ძირითადი თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევები კომპანიას დაეხმარება ეფექტური მუშაობის გაზრდაში. კურსის განმავლობაში ნავნეს გუნდთან ერთად განვიხილეთ საკითხები: რა არის მენეჯმენტი; რა მართვის ტექნიკები არსებობს ზოგად მენეჯმენტში; როგორ ხდება უწყვეტი განვითარების სისტემის დანერგვა კომპანიაში; როგორ დავნერგოთ შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს პროცესი; რა განსაკუთრებული როლი აქვს თითოეულ თანამშრომელს […]

სრულად
QBQ და კომპანია ლუკოილი მომსახურების სერვისის გაუმჯობესების აქციაში ჩაერთნენ

QBQ და კომპანია ლუკოილი მომსახურების სერვისის გაუმჯობესების აქციაში ჩაერთნენ

ტრენინგ-საკონსულტაციო ცენტრ QBQ-სა და კომპანია ლუკოილს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში QBQ-ს გუნდის მიერ კომპანია ლუკოილის თანამშრომლებისათვის მომსახურების სერვისის გაუმჯობესების ტრენინგები ჩატარდა. დაიგეგმა სასწავლო პროექტი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურებზე მომსახურების ხარისხის სრულყოფას ემსახურება. QBQ- ს გუნდი კომპანია ლუკოილს ბევრ კმაყოფილ და ერთგულ მომხმარებელს უსურვებს.

სრულად
ფრანგული ბრენდი და მომსახურების მაღალი სტანდარტი

ფრანგული ბრენდი და მომსახურების მაღალი სტანდარტი

QBQ-მ კომპანია ბრიკორამას თანამშრომლებს კომპლექსური ტრენინგ-კურსი ჩაუტარა მომსახურებისა და გაყიდვების მიმართულებით. ტრენინგზე განვიხილეთ საკითხები, როგორიცაა: მომსახურების როლი გაყიდვების გაუმჯობესებაში, გაყიდვების წარმოების ეტაპები, ბარიერები პროდუქციის შეთავაზების პროცესში, კომლექსური და ჯვარედინი გაყიდვები, როგორ გავხდეთ მომხმარებელზე ორიენტირებული, როგორ გავუმკლავდეთ მომსახურების პროცესში წარმოქნილ სირთულეებს, ბრენდი და მისი მნიშვნელობა მომსახურების სისტემაში. მადლობას ვუხდით ბრიკორამას ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ვუსურვებთ  წარმატებას.

სრულად
ტრენინგი “იუსტიციის სახლთან” აქციის ფარგლებში “ემოცია გადამდებია”

ტრენინგი “იუსტიციის სახლთან” აქციის ფარგლებში “ემოცია გადამდებია”

დავასრულეთ ტრენინგ-კურსი აქციის ფარგლებში “ემოცია გადამდებია”. QBQ მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს “იუსტიციის სახლის” კრეატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის. გავცეთ მეტი დადებითი ემოცია, რადგან ემოცია ნამდვილად გადამდებია!

სრულად