მაკა მჟავანაძემ, ივანე ქავთარაძემ, უჩა მაჭარაშვილმა და თამარ აბულაძემ ჩვენი კომპანიის მთავარი კაპიტალი, ადამიანები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს მომხმარებლებთან, რომლებიც აშენებენ მყარ ხიდს მათთან მისასვლელს. სწორედაც, რომ QBQ-ის გუნდმა იკისრა უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ ამ ხიდის ასაშენებლად ეწარმოებინა თითოეული ის აგური და სამშენებლო მასალა, რომელიც გარანტირებულს ხდის ურთიერთობების სიმყარესა და ხარისხს, რომელსაც ბაზარზე კომპანიის წარმატებული პოზიციონირება მოაქვს. QBQ-ის გუნდმა დაგვანახა სისუსტეები და გამოგვიწერა უებარი წამალი, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ გააჩნია და თუ რეცეფტს სწორად მიყვები წარმატება გარანტირებულია.
სტრატეგიის დიზაინის ფაზაში მაკას და მისი გუნდის ჩართვა წარმოადგენს წარმატების ცათამბჯენის ასაშენებლად უმყარეს საძირკველს, რომელიც განაპირობებს მომავალში მრავალი სართულის დაშენების საშუალებასაც. QBQ-ის გუნდმა დაგვანახა წარმატებისკენ მიმავალი გზა და რაც მთავარია მათ გვასწავლეს აღნიშნულ გზაზე მოძრაობის წესები. ასევე, მათ გვასწავლეს წვიმიან ამინდში შეუფერხებლად მოძრაობა. QBQ-ის გუნდმა GSN-ის გუნდს გაუჩინა წყურვილისა და შიმშილის გრძნობა. გრძნობა, რომელსაც გარანტირებული წარმატებისკენ მივყავართ.