QBQ-ს მიერ ჩვენს კომპანიაში ჩატარებული ტრეინინგი ნამდვილად კარგი ექსკურსი იყო მენეჯმენტის ხლოვნებაში. თეორიულ ცოდნასთან ერთად მოდულმა მოგვცა ბევრი ტექნიკური მუშა–ინსტრუმენტი, თუ როგორ განგვეხორციელებინა რეგულარული მენეჯმენტი და უზრუნველგვეყო რეგულარული უკუკავშირი თანამშრომლებთან. ტრეინინგი ნამდვილად იყო სხვდასხვა იდეების ინსპირაციის წყარო.
სწრაფად ცვალებად გარემოში ორგანიზაციები მუდმივად უნდა იყვნენ სწავლაზე, კომპეტენციის ამაღლებასა და სიახლეებზე ორიენტირებული. შესაბამისად სიახლეების, ახალი მუხტის შემოტანა ნამდვილად აუცილებელია და ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის. ამ ფონზე ვთვლით, რომ QBQ სიახლეებისა და კომოეტენციის ამაღლების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. ვფიქრობთ, თქვენი საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ენერგიით მალე გიხილავთ დარგის ლიდერთა შორის. წარმატებები!