The Grow Model

The Grow Model

Goal – მიზანი, Current Reality – არსებული რეალობა, Options – ვარიაციები/შესაძლებლობები, Will – ნება (წინსვლა).

ხელსაწყო შეიცავს მიზნის დასახვის და მიღწევის 4 ეტაპს:

  • მიზნის განსაზღვრა
  • არსებული რეალობის იდენტიფიცირება
  • ვარიაციების/შესაძლებლობების აღმოჩენა
  • ნების ჩამოყალიბება
  1. მიზნის განსაზღვრა

საორიენტაციო კითხვები:

  • რა არის ჩემი გრძელვადიანი მიზანი?
  • რა არის ჩემი მოკლევადიანი მიზანი?
  • რა არის ამჟამად ჩემთვის მნიშვნელოვანი?
  • რისი მიღება გსურს მომავალი ერთი თვისგან?
  • რისი მიღება გსურს მომავალი ერთი წლისგან?
  • რა თემებზე/საკითხებზე გსურთ მუშაობა?
  • როგორ განსაზღვრავ შენი მიზნების წარმატებას?
  • რა წარსული გამოცდილებები დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში?

თქვენს მიერ განსაზღვრული მიზანი  უნდა აკმაყოფილებდეს SMART პრინციპს:

  • Specific – კონკრეტული,
  • Measurable – გაზომვადი,
  • Attainable – მიღწევადი,
  • Realistic – რეალისტური,
  • Time-bound – დროში განსაზღვრული.
  • არსებული რეალობის იდენტიფიცირება

საორიენტაციო კითხვები:

  • სად ხარ ახლა შენ მიზანთან მიმართებით? შეაფასეთ 10 ბალიან შკალაზე;
  • რა დაგეხმარა წარმატების მიღწევაში აქამდე?
  • რა ცოდნა/უნარები გაგაჩნია?
  • რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარეები?
  • ვარიაციების/შესაძლებლობების აღმოჩენა

საორიენტაციო კითხვები:

  • რა არის ახლა საჭირო შენი მხრიდან მიზნის მისაღწევად?
  • რა შესაძლებლობები გაქვს მიზნის მისაღწევად (პირადი შესაძლებლობები)?
  • რა შესაძლებლობები გაქვს მიზნის მისაღწევად (გარემო ფაქტორები)?
  • როგორ გამკლავებიხარ მსგავს სიტუაციებს აქამდე?
  • დაწერე სიტუაციის განვითარების 5 შესაძლო გამოსავალი/ვარიანტი;
  • ყველაფრის შესაძლებლობა რომ გქონდეს როგორ მოიქცეოდი?
  • ნების ჩამოყალიბება

საორიენტაციო კითხვები:

  • რომელი ვარიანტები იმოქმედებს ყველაზე კარგად შენს შედეგზე?
  • რა ნაბიჯებს გადადგამ პირველ ეტაპზე?
  • როდის აპირებ დაწყებას?
  • ვინ დაგეხმარება?
  • როგორ შეაფასებ იყავი თუ არა წარმატებული?
  • როგორ დარწმუნდები, რომ აკეთებ იმას რისი გაკეთებაც გსურდა?
  • განსაზღვრეთ, რამდენად მოტივირებული ხართ 1–10 ბალიან შკალაზე;