სალომე გუგეშაშვილი QBQ-ს შესახებ

როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს სწორი მენეჯმენტი კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ მენეჯმენტი არის ის ერთ-ერთი უმთავრესი რესურსი, რომელიც განსაზღვრავს  კომპანიის წარმატებას. არ არის საკმარისი, მხოლოდ სწორად დაგეგმილი შეკვეთები, მარკეტინგული აქტივობები თუ ლოჯისტიკა. ყველაზე მთავარ როლს კომპანიის წარმატებაში თამაშობს თითოეული თანამშრომელი. სწორი მენეჯმენტი HR მიმართულებაში განსაზღვრავს თანამშრომლის ქცევას, დამოკიდებულებას, პასუხისმგებლობას, საქმის სიყვარულს, გულისხმიერებას, მოტივაციას და უამრავ ისეთ წვრილმან დეტალს, რასაც მომხმარებელი გრძნობს და ხედავს.

რატომ გააკეთეთ არჩევანი QBQ-ზე?

ვიცით, რომ QBQ წარმოდგენილია პროფესიონალი და საკუთარი საქმის მოყვარული სპეციალისტებით, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია.

რა მოლოდინი გქონდათ QBQ-სგან და თუ შეესაბამება მიღებული რეალობა თქვენს მოლოდინს?

QBQ-სგან გვქონდა მოლოდინი, რომ ვასწავლიდით კადრებს დაფიქრებას, ანალიზს, საკუთარი შედეგების გაზომვის მნიშვნელობას. თუმცა ის დრო რაც დათმობილი იყო ამისათვის, მიმაჩნია, რომ არაა საკმარისი. მოახდინო ადამიანის ცნობიერებაში ცვლილება, ამას სჭირდება ხანგრძლივი შრომა და ბევრი კომუნიკაცია. აქ უმთავრესია, თითოეული ადამიანი მივიდეს დასკვნამდე, რომ „ცვლილება“ აუცილებელია.

ჩამოგვითვალეთ რამდენიმე პოზიტიური შედეგი, რომელიც ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ გამოიკვეთა თქვენს კომპანიაში?

  1. Feedback ების მიღება  მომხმარებელთან გახდა ყოველდღიური.
  2. საკუთარი შედეგების ანალიზი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე იყო.
  3. უფრო ჩართულები ვართ საერთო საქმეში, კერძოდ ფილიალის მოწესრიგებაში.

ა რეკომენდაციას მისცემდით სხვა კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი თანამშრომლების გადამზადება სურთ მენეჯმენტის მიმართულებით? 

აუცილებლად ვურჩევ ყველა კომპანიას, რომ თანამშრომლის განვითარებაში ჩადებული რესურსი კომპანიას აუცილებლად მოუტანს სარგებელს. რადგანაც სწორად მომზადებული, დატრენინგებული, მოტვირებული თანამშრომელი მაღალი მომსახურების დონის საწინდარია, რაც თავის მხრივ ქმნის ბევრ ლოიალურ მომხმარებელს და გრძელვადიან პერიოდში განსაზღვრავს კომპანიის პოზიტიურ იმიჯსა და წარმატებას.