როგორ იქცევა ლიდერი, როდესაც გუნდი “მოდუნებულია”

თანამედროვე სამყარო დიდ გამოწვევებს გვთავაზობს, ეს გამოწვევები კი ადამიანებს მრავალი სტატუსის მითვისებას გვაიძულებს. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთდროულად შვილი, სტუდენტი, მეგობარი, დასაქმებული და მრავალი სხვა. ჩვენ ვქმით ღირებულებებს, რომელიც ჩვენთვის და ჩვენს გარშემო მყოფთათვის არის სასურველი. რაც შეეხება სამსახურს, იქმნება ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც კეთილდღეობის მომტანია როგორც გუნდის, ასევე პიროვების დონეზეც.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დიდ პასუხისმგებლობას და ენთუზიაზმს მოითხოვს, რათა დაუახლოვდე მომხმარებელს და ესაუბრო იმ საჭიროებებზე, რისი შეთავაზებაც გუნდთან ერთად შეგიძლია. სამსახური უზრუნველგყოფს შემოსავლით, იმისთვის რომ საქმე კარგად აკეთო და ამავდროულად გამოწვევაცაა რომ არასდროს დანებდე. არ იშურებ ძალ ღონეს, რადგან წარმატებას მხოლოდ ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც არ ჩერდებიან. თუმცა არის მომენტი, როცა ძალა გითავდება და შენი გასაკეთებელი სამუშაოს ხარისხი, მონდომება, მიზანსწრაფულობა საქმეს აღარ შველის. ხშირ შემთხვევაში ამას ყოველდღიური რუტინა იწვევს, რადგან ყოველ დღე ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ და ხარ რუტინაში.  რუტინა გადუნებს, არ გაძლევს საშუალებას ამუშაო გონება იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება.

მოდუნების განმუხტვა მხოლოდ ლიდერს შეუძლია, რომლის შესახებაც ჩემი სამსახურის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო:

ვარ მიზანსწრაფული, ვცდილობ მთელი ძალებით ვაკეთო საქმე კომპანიაში, რადგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს გუდს მოუტანს წარმატებას. თუმცა არის მომენტები, რდესაც ვდუნდები და მუშაობის აქტიური ფაზიდან გამოვდივარ. ჩვენი ლიდერი ყოველთვის ამბობს, რომ ეს არის მომენტი, როდესაც აუცილებელია დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. გვესაუბრება ჩვენს მონდომებაზე, შესაძლებლობებზე, მომავლისკენ სწრაფვაზე და ცდილობს, რაც შეიძლება პოზიტიური განწყობა შეგვიქმნას და საქმის კეთების სურვილი გაგვიმძაფროს. ცდილობს, ჩვენი შრომის შედეგში დაგვარწმუნოს და საკუთარი თავის რწმენა ჩაგვინერგოს.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიის წარმატებასა და წარუმატებლობას ადამიანები განსაზღვრავენ. ადამიანს კი აუცილებლად სჭირდება მოტივაცია, კომპანიის როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად აღიარება და რაც მთავარია, ლიდერი რომელიც უმთავრეს საკვანძო რგოლს წარმოადგენს გუნდში საბოლოო მიზნის მისაღწევად.

ავტორი: რამინ სურმანიძე