DISC შეფასების მეთოდი – გაიგე, როგორი ტიპის ადამიანებს მიეკუთვნები

გსმენიათ თუ არა DISC-ის შეფასების მეთოდის შესახებ?

ეს არის ქცევის შეფასების მექანიზმი, რომელიც აჩვენებს თქვენს ქცევით თვისებებსა და მოტივაციებს. DISC გვაძლევს საშუალებას, შევარჩიოთ საუკეთესო კადრი მოცემული პოზიციისთვის, განვსაზღვროთ ჩვენი თანამშრომლების პიროვნული პროფილი, მივიღოთ ინფორმაცია მათი ძირითადი მოტივატორების შესახებ, გავიგოთ,  ვინ რომელ პოზიციაზე გამოავლენს ყველაზე უკეთ თავის შესაძლებლობებს. ფსიქოლოგმა უილიამ მულტონ მარსტონმა განავითარა ეს შეფასების მეთოდი, რომელიც გამოყოფს 4 სხვადასხვა ქცევით თვისებებს:

(Dominance) დომინირება – ამ ტიპს მიეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია: სტრატეგიულად აზროვნება, აქვს დარწმუნების უნარი და ძლიერი ნებისყოფა, ძალიან აზარტულიები არიან და კონკურენტუნარიანები. იქცევიან თავდაჯერებულად და ენერგიულად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის დემონსტრირება. მთავარი მოტივატორია გამარჯვება, დემოტივატორი კი დამარცხება. სტრესულ სიტუაციებში გამოირჩევიან აგრესიით.

(Influence) გავლენა – ასეთი ტიპის ადამიანებს ზეპირი კომუნიკაციის უნარით გამოირჩევიან, უყვართ კომუნიკაცია და კარგი მოტივატორები არიან გუნდის წევრებისთვის. ენთუზიაზმით და ოპტიმიზმით ეკიდებიან ეკიდებიან საქმეს. მათ აქვთ არასტანდარტული აზროვნება, ისინი შემოქმედებითნი არიან, უყვართ ყველაფერი ახალი. ასეთი ტიპის ადამიანების უმეტესობის ნაკლია არაპუნქტუალურობა. სტრესულ სიტუაციებში ხდებიან ინერტულები.

(Steadiness) სტაბილურობა –  მოცემული ქცევითი ტიპის წარმომადგენლები იქცევიან მოკრძალებულად, არიან დინჯები და უყვართ დაფიქრება. მათ რუტინული საქმიანობაც კი გვრით სიამოვნებას. არიან მეგობრულები და საიმედო ადამიანები. უჭირთ ,,არა“-ს თქმა.

(Conscientiousness) გაცნობიერება –  ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება ამ ტიპის ადამიანის სავიზიტო ბარათია, ის არის თანმიმდევრული, და ხარისხიანად შესრულებული სამუშაო მისთვის პრიორიტეტია. მთავარი მოტივატორია სწორი იყოს, ყველაზე მეტად მათ შეცდომის შეცდომების ეშინიათ. სტრესის დროს ისინი იკეტებიან საკუთარ თავში.

1928 წელს მარსტონმა თავის წიგნში, „ნორმალური ადამიანების ემოციები“, დაწერა, რომ ეს 4 თვისება განპირობებულია ადამიანების მიერ საკუთარი თავის აღმქმითა და იმით, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი მათ გარშემო არსებულ სამუშაო გარემოსთან. თავდაპირველი იდეა კი იყო, რომ ამით გაგვეგო ჩვენი მომავალი კარიერისთვის რამდენად ხელსაყრელ ან არახელსაყრელად  აღვიქვამდით ჩვენ გარშემო არსებულ გარემოს.

რას აკეთებს DISC შეფასების მეთოდი?

ეს მეთოდი მხედველობაში იღებს ზემოთხსენებულ 4 კომპონენტს და გარკვეული რაოდენობის კითხვების დასმით ახდენს თქვენი ქცევითი უპირატესობის ანალიზს. თქვენი კითხვებზე პასუხით ხდება ანალიზი იმისა, თუ რა არის თქვენი უპირატესობანი და რომელი ტიპის ადამიანს მიეკუთვნებით, რომელი პოზიციაა თქვენთვის იდეალური და სად შეძლებთ საკუთარი უნარების მაქსიმალურ გამომჟღავნებას. DISC შეფასება დაგეხმარებათ, გააცნობიეროთ საკუთარი ქცევები, მოტივატორები და პიროვნული თვისებები.

შეგიძლიათ, გადახვიდეთ მოცემულ ლინკზე და გაიგოთ, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნებით. https://bit.ly/2W6ECgU