ცურვა ბიზნესის ოკეანეში

თანამედროვე მსოფლიოში ცვლილებები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. გლობალიზაციამ გამოიწვია კონკურენტული ბრძოლის გაძლიერება. ორგანიზაციებს უწევთ ხშირად შეცვალონ სტრატეგია, მიზნები, სტრუქტურა, სეგმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ გადარჩებიან თანამედროვე ბიზნესის კომპლექსურ გარემოში. ბაზარზე, სადაც ინტენსიური კონკურენციაა, თითქმის შეუძლებელია მაღალი შედეგების შენარჩუნება. რეალური შესაძლებლობა აუთვისებელი საბაზრო სივრცის – ლურჯი ოკეანის შექმნაა.

არსებობს ლურჯი და წითელი ოკეანის სტრატეგია. წითელი ოკეანის სტრატეგია გულისხმობს კონკურენციას გაუწიოს იმ ინდუსტრიებს, რომლებიც ამჟამად არსებობს. ეს ხშირად მოითხოვს კონკურენციის ინტენსიური დონის დაძლევას, რადგან წითელ ოკეანეში ყოველთვის აჭარბებს მიწოდება მოთხოვნას, შესაბამისად ეს პროდუქციას ბაზარზე უგდებს ფასს. ამ სტრატეგიისთვის მთავარი მიზანია კონკურენციის დამარცხება. მაგალითად ერთი ინდუსტრია, რომელშიც წითელი ოკეანის სტრატეგია არის აუცილებელი, არის გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრია. ეს ინდუსტრია უკვე დიდი ხანია არსებობს, და ბაზარზე შესვლის მრავალი ბარიერი იქმნება. არსებობს ინდუსტრიის ლიდერები, როგორებიცაა კოკა-კოლა და პეპსი, ასევე არსებობს მრავალი მცირე კომპანია, რომლებიც კონკურენციას უწევენ გამაგრილებელი სასმლის ბაზარს.

წითელი ოკეანე ლურჯი ოკეანე
არსებულ საბაზრო სივრცეში კონკუ-რენციის გაწევა ახალი საბაზრო სივრცის შექმნა
კონკურენციის დაძლევა კონკურენციის შესწავლა
არსებული მოთხოვნის დაკმაყოფი- ლება ახალი მოთხოვნის შექმნა

ლურჯი ოკეანის სტრატეგია ემყარება მოთხოვნილების შექმნას, რომელიც ამჟამად არ არსებობს. ლურჯ ოკეანეში მოთხოვნა ბრძოლით კი არ მოიპოვება, არამედ იქმნება. მასში დიდია ზრდისა და მოგების მიღების შესაძლებლობები. უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს ბაზრის უფრო ღრმა პოტენციალი, რომელიც ჯერ არ არის შესწავლილი. ლურჯი ოკეანეების უმეტესობა იქმნება წითელი ოკეანეების შიგნიდან, არსებული ინდუსტრიის საზღვრების გაფართოებით. ლურჯი ოკეანის წარმატებული სტრატეგიის გასაღები არის სწორი ბაზრის შესაძლებლობის პოვნა. ლურჯი ოკეანის სტრატეგიის წარმატებით შესრულების მაგალითია iPod, როდესაც iPod დაინერგა 2001 წელს, სტივ ჯობსმა თქვა, რომ ”iPod– სთან ერთად, Apple– მა გამოიგონა ციფრული მუსიკის პლეიერის ახალი ახალი კატეგორია, რომელიც საშუალებას გაძლევთ განათავსოთ თქვენი მთელი მუსიკალური კოლექცია ჯიბეში და მოუსმინოთ მას, სადაც არ უნდა წავიდეთ.” Apple- მა წარმოადგინა პროდუქტი, რომელიც თავისთავად ქმნიდა ახალ ინდუსტრიას, კომპანია დააკვირდა რას ითხოვდნენ მომხმარებლები და შექმნეს წარმატებული პროდუქტი.

კომპანიებს უნდა ესმოდეთ ორივე ტიპის ოკეანის სტრატეგიული ლოგიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად წითელი ოკეანეების სტრატეგია თეორიასა და პრაქტიკაში დომინანტური სტრატეგიაა, მაღალი ეფექტურობის შენარჩუნების რეალური შესაძლებლობა არის შეუქმნელი საბაზრო სივრცის ლურჯი ოკეანეების შექმნა.