შთაგონების ძალა და შინაგანი მოტივაცია

„წარმოიდგინეთ ისეთი სამყარო, სადაც უმეტესი ჩვენთაგანი გაღვიძებისთანავე შთაგონებულია, მუშაობს ისეთ სამსახრუში სადაც  დაკმაყოფილებული აქვს აღიარებულობის და უსაფრთხოების მოთხოვნილება და როდესაც დღის ბოლოს სახლში ბრუნდება, ენერგიულ სისავსეს და საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას განიცდის.“- საიმონ სინეკი

როგორ ფიქრობთ, აქვს ზღვარი იმას, რისი გაკეთებაც სინამდვილეში შეგიძლიათ?

ვინაიდან შემოქმედებითი აზროვნების ადამიანისათის არ არსეობს  საზღვრები იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ  რა შეუძლია რომ  გააკეთოს, ასევე უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რისი გაკეთება შეუძლია პოზიტიურ მოტივაციას.

გაიხსენეთ  მომენტი, როდესაც ერთხელ მაინც გიგრძვნიათ შთაგონების ძალა და საკუთარ თავზე ზემოქმედება. როდესაც თქვენი თავი წარმოიდგინეთ ისეთად, როგორიც გინდოდათ რომ გამხდარიყავით. მომენტი, როდესაც თქვენი ღირებულებები და თქვენ მიერ განხორციელებულ ქმედებები ერთმანეთთან კავშირში მოდის, სწორედ მაშინ იქმნება პოზიტიური მოტივაცია, რომელიც მნიშვნელოვან  როლს ასრულებს ყველა ჩვენთაგანის კმაყოფილებასა და სასურველი შედეგის მიღწევაში.

შთაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ის უბრალოდ ინარჩუნებს გამაძლიერებლის უნარს, რომელიც გვამოტივირებს და მოქმედებისაკენ გვიბიძგებს. ზუსატად ეს ძალაა შინაგანი მოტივატორი, რომელსაც ხშირად არ ვითვალისწინებთ და ვკარგავთ. [H1] 

იყავით ყურადღებით, არ გაუშვათ მომენტი, იმიტომ რომ ეს მომენტი დიდხანს არ გაგრძელდება. ის მხოლოდ ერთი წამით არის მოცემული და თქვენ შეგიძლიათ ეს წამი გააფართოვოთ.”- გ.მამარდაშვილი.

-როგორ გავაფართოვოთ ?

– შრომით. ძალების მთელი კონცენტრაციით,  საკუთარი შრომის არ გადადებით.

თუკი ადამიანი იტყვის, ბევრჯერ მიცდია, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეო, მასში ამავდროულად ჩნდება ფიქრი, რომ ცდას აზრი არ აქვს და ნებდება. ამის გამოა, რომ ნებისყოფა არ სდევს  ჩვენს მიზნებს. ამ დროს ჩვენში ამოქმედდება ნეგატიური ხედვა და ვნებდებით შრომას, რომელიც ჩვენ მიერ არის შესასრულებელი – იქნება ეს სამსახურის გეგმა, ფიტნეს-გეგმა თუ პროფესიული დახელოვნება. 

რასაც აკეთებთ და ვისთვისაც აკეთებთ, ეს თავად თქვენ ხართ.

დემოტივირებული არ გახდებით, თუკი ამ დროს რესურსად შთაგონების ძალას გამოიყენებთ, რომ თქვენ დაჟინებით გსურთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს!

თქვენ შეგიძლიათ მჭიდროდ დახუჭოთ თვალები და თვქენს ცხოვრებისეულ ხედვას დაუკავშირდეთ, თუ რას გრძნობთ? რა მოხდა? თუკი ამ წარმოდგენას იმის საშუალებას მისცემთ რომ გაგაძლიეროთ და დაგამოტივიროთ, მაშინ გეცოდინებათ, სად უნდა ეძებოთ ის ძალა, რომელიც საქმის ბოლომდე მისაყვანად გესაჭიროებათ.

ასე რომ, თქვენი ხედვა იცვლება და მასთან ერთად იცვლება აზროვნებაც. მეტად ამაღლებული ხდებით თქვენ მიერვე შექმნილი „გამოუვალი მდგომარეობით“. როდესაც ამას ერთხელ მაინც გააკეთებთ, ამით თავადაც გაოცებული დარჩებით, რადგან შედეგით უფრო მეტად მოტივირებული გახდებით. რაც მეტად იმეორებთ ამ პროცესს, მით უფრო უკეთ გრძნობთ თავს. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი გასაღები განვასხვავოთ შინაგანი და გარეგანი მოტივაცია.

არაფერია იმაზე დიდებული და გასაოცარი, როდესაც წარმატებულ ადამიანს ვუყურებთ და ვუსმენთ და მისგან შთაგონებულები ვხდებით. როდესაც წარმატებული ხართ, უკეთ შეიმეცნებთ საკუთარ თავს და სხვებსაც გადასცემთ შთაგონებას. თქვენ მიერ ხდებიან სხვები შთაგონებულები, რათა მათაც განახორციელონ ცვლილებები, რომ წარმატებულობის უწყვეტ პროცესში შევიდნენ და მივდივართ იქამდე რომ მოტივატორები ისევ ჩვენში მოვნახოთ!

სასიამოვნო კვირის ბოლოს გისურვებთ!

ავტორი: ვანო ქავთარაძე.