ფრიდონ ღუღუნიშვილი QBQ-ს შესახებ

ჩვენი პარტნიორი კომპანიები QBQ-ს საქმიანობისა და ტრენინგების შედეგად მიღებულ შედეგებზე გვიყვებიან. ჩვენი რესპოდენტია ფრიდონ ღუღუნიშვილი, Digital TV-ის HR სამსახურის უფროსი.

რა ტიპის ტრენინგი იქნა მოწოდებული QBQ-ს მიერ და როგორ იქნა გადანაწილებული გადამზადების თანმიმდევრობა?

კომპანია QBQ-მ ჩაგვიტარა ტრენინგ კურსი კომუნიკაცია-მომასახურებასა და გაყიდვებში. ტრენინგები კარგად იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, რადგან თეორიულ მასალასთან ერთად იყო პრაკტიკული სამუშაოებიც. QBQ-ს პროფესიონალი ტრენერები ძალიან ეფექტურები იყვნენ, რაც მსმენელთა ინტერსსა და ჩართულობაში გამოიხატა.

ამბობენ, ტრენინგის შემდგომ ინფორმაციის უმრავლესობა იკარგება, რა მოხდა ჩვენი ფორმატით სწავლების პროცესში?

ჩვენს შემთხვევაში QBQ- ს მიერ დანთებული ცეცხლი არ ჩამქრალა და ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ დადებითად აისახა თანამშრომლებზე. სწავლების ეს ფორმატი ეფექტრი იყო, რადგან როგორც ავღნიშნე, თეორიული და პრაკტიკული მასალა იყო სინქრონში.

რითი გაზომავდით მიღებულ რეზულტატს?

ტრენინგების შემდეგ მივხვდით, რომ მომსახურება არის უწყვეტი განვითარებისა და გადამზადების პროცესი. ტრენინგებმა კარგად დაგვანახა, თუ სად ვართ და საითკენ მივდივართ. გავაანალიზეთ, რომ რეზულტატის მხრივ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

QBQ-ს როგორც პარტნიორ კომპანიას, როგორ შეაფასებდით?

QBQ-ს გუნდი კარგად იყო ორგანიზებული. ტრენინგებმა თანამშრომლებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მადლობა მინდა გადავუხადო მაკას და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის და ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება.