უწყვეტი განვითარების სისტემა 70/20/10

მაღალი კონკურენციისა და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია კომპანიებმა ორ მნიშვნელოვან ფაქტორს მიმართონ:

  • შექმნან “კლიენტორიენტირებული ” გარემო – იგულისხმება არა მხოლოდ გარე მომხმარებელთათვის, არამედ შიდა მომსახურების სისტემის დასანერგად.
  • შექმნან უწყვეტი გადამზადების სისტემა, რაც თანამშრომელთა განვითარებას შეუწყობს ხელს.

დღეს ძირითადად მეორე სისტემას, კომპანიაში უწყვეტი განვითარების სისტემის დანერგვას შევეხებით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპანიის სრულფასოვანი განვითარებისთვის. ასეთი სისტემის არსებობა მოიცავს არა მხოლოდ შიდა ტრენინგ-სისტემების დანერგვას ან თანამშრომლეთა განვითარების მიზნით გარე აუთსორს კომპანიების შემოდინებას, არამედ ეს უნდა იყოს ერთიანი კომპლექსური განითარების მოდელი. საკმაოდ ფართოდ და ხშირად გამოიყენება სისტემა 70/20/10. გადამზადების ეს ფორმატი 1980 წელს შეიქმნა სამი მკვლევარის Morgan McCall, Michael M. Lombardo-სა და Robert A -ს მიერ. 

მოდელის შემქმნელები მიიჩნევენ, რომ პრაქტიკული გამოცდილება (70%) თანამშრომლებისთვის ყველაზე სასარგებლოა, რადგან ის საშუალებას აძლევს  აღმოაჩინონ და დახვეწონ სამსახურთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და გამოწვევები.  სწავლობენ თავიანთ შეცდომებს და იღებენ დაუყოვნებლივ კომენტარს მათი შესრულების შესახებ.

თანამშრომლები სწავლობენ სხვებისგან (20%) სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით, რომელიც დაგეგმილია შიდა გადამზადების სისტემის მიმართლებით. კომპანია გეგმავს შიდა გადამზადების სისტემებს /masterclass ფორმატებს. 

მხოლოდ 10% მოდის ფორმალური ტრადიციული სწავლებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისგან. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთი ერთიანი სისტემის შექმნა საკმაოდ დიდ ძალისხმევას ითხოვს არა მხოლოდ სწორი და რეალური სასწავლო პროცესის ჩამოსაყალიბებლად, არამედ შიდა კორპორატიული თვითგანვითარების სისტემის გასამყარებლად. დაქირავებული დამქირავებელთან პირველივე შეხების პროცესში აანალიზებს თვითგანვითარებისა და განვითარების აუცილებლობას და იწყებს სისტემასთან ადაპტაცია/სინქრონიზაციას. ასეთი სრული მოდელის შექმნის შემთხვევაში დღეს არსებული უამრავი რისკის ფაქტორის შემცირება ხდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი – თანამშრომელთა გადინება, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ მწვავედ დგას მომსახურების სიტემაში.

მომდევნო ბლოგ პოსტში შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ არის შესაძლებელი ასეთი სისტემის შექმნა და რა რესურსებთანაა დაკავშრებული.  

წარმატებულ განვითარების სისტემას გისურებთ! 

ავტორი: მაკა მჟავანაძე