როგორ გავლენას ახდენს სოციალური მედია ბიზნესზე

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სოციალურმა მედიამ ჩვენი ცხოვრების თითქმის 90% მოიცვა და ყოველდღიურობაში აუცილებელ კომპონენტად გადაიქცა. ბოლო კვლევების თანახმად, ადამიანების 84% სახლს ვერ ტოვებს მობილური ტელეფონის გარეშე, 3-დან 1 ადამიანი შუა ღამეს სპეციალურად იღვიძებს სოციალური ქსელის შესამოწმებლად, 85% აქტიურ დისკუსიას თავს ანებებს, რათა მოსული შეტყობინება გახსნას, 51%-ს უბრალოდ ჩვევა აქვს, რომ ყოველ რამდენიმე წუთში სოციალური ქსელის news feed ჩასქროლოს. ამ მონაცემების თანახმად დაითვალეს და დაადგინეს, რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარი ცხოვრების დაახლოვებით 5 წელს სოციალურ ქსელში ატარებს. 

მომხმარებლის ონლაინ ქცევებს კომპანიები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის. გამომდინარე იქიდან რომ სოციალური მედია ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს, მუდმივად გვიწევს facebook-ის მიერ გაკეთებულ განახლებებთან ადაპტირება. ჩვენი მიზანია, ბლოგ-პოსტის საშუალებით 2019 წლის ტრენდულ მიმართულებებზე გესაუბროთ, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი ცნობადობა და აქტიურობა ციფრულ მედიაში.  

დაგეგმეთ სწორი სტრატეგია, რომელიც ჩართულობის გაზრდაში დაგეხმარებათ

ჩართულობა ყოველთვის იყო ის ფაქტორი, რომელიც პოსტის წარმატებას განსაზღვრავდა, თუმცა მას შემდეგ რაც facebook-მა ალგორითმი შეცვალა და განსაკუთრებული ხაზი მომხმარებლის ინტერაქციას გაუსვა, ჩართულობის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. შეეცადეთ, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად საინტერესო კონტენტი შექმნათ. არ დაპოსტოთ მხოლოდ პოსტისთვის. დაპოსტეთ თქვენი მომხმარებლისთვის. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც მას ნამდვილად სჭირდება. ამით არამარტო უბიძგებთ აუდიტორიას ჩართულობისკენ, არამედ მაქსიმალურად გაზრდით ორგანულ რიჩსაც. 

Facebook საკმაოდ ბევრ ფორმას გთავაზობთ, იმისთვის რომ მრავალფეროვანი კონტენტი შექმნათ. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, მოძებნეთ მსგავსი გვერდები, გააკეთეთ მათი კონტენტის ანალიზი და ამის მიხედვით სხვადასხვა რუბრიკები დაგეგმეთ. ასევე ნუ დაიზარებთ ყოველკვირეული რეპოსრტების გაკეთებას, რადგან მისი შედეგები აუცილებლად დაგეხმარებათ არსებული პრობლემების გადაჭრასა და განვითარებაში.

გამოიყენეთ Facebook ჯგუფები

ალბათ თქვენც შეამჩნევდით, ბოლო პერიოდში რამდენი ახალი ჯგუფი შეიქმა. ალბათ თვავლის დახამხამებაც ვერ მოასწარით, ისე მალე მოაგროვეს ათასობით ფოლოუერი. თუნდაც ავიღოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯგუფი “Spend Your Summer In Georgia”.  ჯგუფი დაახლოვებით ერთი თვეა, რაც არსებობს და უკვე 272 211 მომხმარებელია გაწევრიანებული. ჯგუფში დადებულ პოსტებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება, ლაიქების რაოდენობა, გაზიარებები და კლიკები აქვს. ჯგუფის მთავარი ხიბლი მოხმარებლების ურთიერთ ინტერაქციის საშუალებაა. ისინი მარტივად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, აძლევენ რჩევებს, რეკომენდაციებს. ჯგუფის საშუალებით შეგიძლიათ, მოხმარებლებს არა კომპანიის სახელით, არამედ მეგობრის პოზიციიდან ესაუბროთ. კარგი იქნება თუ facebook ჯგუფების ძალას გაითვალისწინებთ და საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ამ კუთხითაც შეეცდებით. 

#ინფლუენსერმარკეტინგი – მოარგეთ ბიზნესს წარმატების ახალი გასაღები

ინფლუენსერ მარკეტინგი ახალი მიმართულებაა, რომელის გამოყენებაც კომპანიებმა უკვე საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. სქემა ასეთია: კომპანია ეძებს ბლოგერს ან ცნობილ ადამიანს, რომელიც მისი ბიზნესის მიმართულებით მუშაობს და ბევრი ფოლოუერი ყავს. კომპანია ქირაობს ინფლუენსერს და საკუთარი პროდუქციის სოციალურ ქსელში გაპიარებას სთხოვს. ეს შეიძლება გაკეთდეს ლაივ-ჩართვების, ვლოგის, სტატიის ან ინსტაგრამ-სთორების საშუალებით. 

ინფლუენსერმარკეტინგი თქვენი ბიზნესის წარმატების ამოსავალი წერტილია და ვეცდებით მის სიმყარეში თქვენც დაგარწმუნოთ. დღევანდელ რეალობაში ძალიან ძნელია, მისაბაძი ადამიანი არ გყავდეთ ან ვინმეს აზრს მნიშნველობას არ ანიჭებდეთ, მაგალითად რომელიმე ცნობილი დიზაინერი, რომლის გემოვნებასაც ენდობით. თუ ეს ადამიანი რომელიმე მაღაზიიდან ლაივით ჩაგერთვებათ და პროდუქციას გირჩევთ, ძალიან დიდია იმის ალბათობა რომ მისი რჩევა გაითვალისწინოთ და მეორე დღესვე მის შესაძენად წახვიდეთ. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ინფლუენსერების პოპულარობას და კომპანიების დაინტერესებას. 

არ ჩამორჩეთ “სთორების” ეპოქას

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც სოციალური მედიის არხებს სთორის ფუნქცია დაემატა. ვერტიკალური ამბები, რომელსაც ადამიანები ზედმეტი დამუშავების გარეშე ტვირთავენ საკუთარ კედელზე და 24 საათის განმავლობაში საუკეთესო ჩართულობას განაპირობებენ. სთორების საშუალებით შეგიძლიათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაწოდოთ ახალი ინფორმაცია მომხმარებლებს. სთორების გაზიარება განსაკუთრებით ინფლუენსერმარკეტინგის დანერგვისას გამოგადგებათ. ასე რომ გაზარდეთ ჩართულობა სთორების საშუალებით, გახადეთ თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო გამჭვირვალე და თქვენი ბიზნესის შესახებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინეთ ხმა. 

არ დაიშუროთ ლაივ-ვიდეოები თქვენი კონტენტისთვის

გაითვალისწინეთ, რომ 2019 წლისთვის ყველაზე დიდი ჩართულობით ვიდეო-კონტენტი გამოირჩევა. განსაკუთრებით ლაივ-ჩართვები, რადგან მისი გაშვებისას ყველა ფოლოუერი იღებს შეტყობინებას. მომხმარებლებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ რეჟიმში დათვალიერონ პროდუქცია, მიიღონ ინფორმაცია ფასდაკლებების შესახებ, დასვან კითხვები და პასუხებიც ონლაინ რეჟიმში მიიღონ. ლაივ-ვიდეოების გამოყენება განსაკუთრებით სიახლის გაცნობის დროს გამოგადგებათ. მაგალითად თუ წიგნების მაღაზია გაქვთ და გსურთ, ახალი პროდუქციის შესახებ რაც შეიძლება მალე მიაწოდოთ ინფორმაცია აუდიტორიას. შეგიძლიათ ლაივ-ჩართვა გამოიყენოთ და მომხმარებლებს თქვენთან ერთად დაათვალიერებინოთ პროდუქცია. ლაივების დროს კარგი იქნება, თუ მომხმარებელს ჩართულობის ილუზიას გაუჩენთ. შესაბამისად კარგი იქნება, თუ მათთან ერთად გადაშლით წიგნს და წაიკითხავთ რომელიმე ამონარიდს. თუ ავეჯის მაღაზიაში ხართ, მათთან ერთად გაშლით დივანს, გამოაღებთ უჯრებს, დაჯდებით სავარძელზე და მის სიმყარეს მოსინჯავთ. გარდა ამისა შეგიძლიათ სხვადასხვა პლატფორმა გამოყენოთ (რომელიც უფასოა) და უკვე გადაღებული ვიდეოს ონლაინ ფორმატით გაშვებას შეძლებთ. ეს “ეშმაკობა” ერთი ორად გაგიუმჯობესებთ ლაივ-ვიდეოების ხარისხს (შეგიძლიათ მის გადასაღებად კამერები გამოიყენოთ) და მოხმარებლის აქტიურობასაც საგრძნობლად გაზრდის.

ავტორი: მაია გულისაშვილი