სოფო ტუფურია QBQ-ს შესახებ

ჩვენი პარტნიორი კომპანიები QBQ-ს საქმიანობისა და ტრენინგების შედეგად მიღებულ შედეგებზე გვიყვებიან. ჩვენი რესპოდენტია სოფო ტუფურია აგროსფეროს HR მენეჯერი .

როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშნელოვანი ბიზნესის სფეროში მაღალი სტანდარტის მომსახურების დანერგვა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით ინვესტიციის ჩადება?

ჩემი აზრით, მომსახურება არა მარტო ბიზნესში, ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია. ეს არის კომუნიკაციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სახეობა, რომელიც განაპირობებს თანამშორმლობის ეფექტურობას დროში, ზრდის სანდოობას და ხელს უწყობს პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც საბოლოო ჯამში ზრდის ურთიერთდამოკიდებულებას და სტაბილურობის გარანტი ხდება. ეს არის ნებისმიერი “მოსული” ადამიანის დახვედრისა და მიღების დროს გაგების, კმაყოფილების, კომფორტის, დაკმაყოფილების, სიმშივიდისა და გამარჯვების განცდის მიმცემი, რაც საბოლოოდ სიხარულის განცდას უკავშირდება, რადგან “მოსულმა” ადამიანმა გაიგო, მიიღო ინფორმაცია, გადაჭრა პრობლემა და ა.შ.

ვფიქრობ, არამარტო კომპანიებმა თუ სამსახურებმა უნდა ჩადონ მოსმახურების გაუმჯობესებაში ინვესტიცია, არამედ ეს რაღაც დონეზე სამოქალაქო პასუხისმგებლობაც არის, რათა პატივისცემით, ზრუნვითა და პასუხისმგებლობით მოვეპყროთ სხვას. ასევე მგონია, რომ “კლასიკური” მოდელები, რაც მომსახურების სფეროში არსებობს ხელოვნური და შესაცვლელია უფრო გრძნობადი თემებით, ქეისებით, ისტორიებით. ვფიქრობ, პირველ რიგში ლოგიკა და საჭიროება უნდა დაინახონ თანამშრომლებმა და მერე თვითონაც იზრუნონ მომსახურების დონის გაუმჯობესებაზე და მხოლოდ უნარ-ჩვევების განვითარებით არ შემოიფარგლონ.

რა იყო გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც აირჩიეთ QBQ?

ალბათ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რაც ზემოთ დავწერე – დამოკიდებულება, მიღება, გაგება და იმ კომფორტის შექმნა, რაც QBQ-მ ჩვენთან დაკავშირებისთანავე გამოავლინა. გარდა ამისა, საინტერესო იყო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, რომელიც რეკომენდაციების სახით მივიღეთ.

რა რეზულტატი მიიღო თქვენმა კომპანიამ ჩვენთან გადამზადებული თანამშრომლების შედეგად?

იყო ინსაითები, იყო ტექნიკების “ატაცება”, იყო გულწრფელი კომუნიკაცია QBQ-ს მხრიდან და სრული ღიაობა, რამაც ჩვენი თანამშრომლების თავისუფლად და გახსნილად ყოფნა განაპირობა. იყო არა ერთჯერადი კომუნიკაცია, არამედ ზუსტად და სწორად დაგეგმილი პერიოდული შეხვედრები, რაც ხელახლა გახსენებას, ინსაითს და უკვე დამახსოვრებას უწყობს ხელს.

როგორ შეაფასებდით QBQ-ს საქმიანობას და რას გვირჩევდით?

QBQ-ს წარმატებები მინდა ვუსურვო, წინსვლა და ბევრი, ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.