სოფიო ცისკარიშვილი QBQ-ს შესახებ

ჩვენი პარტნიორი კომპანიები QBQ-ს საქმიანობისა და ტრენინგების შედეგად მიღებულ შედეგებზე გვიყვებიან. ჩვენი რესპოდენტია სოფიო ცისკარიშვილი, სასტუმრო “ძველი თელავის” მენეჯერი.

სოფიო, დიდი ხანია ტურიზმით ხართ დაკავებული. როგორ ფიქრობთ, ტურიზმში კონკურენციის ნომერ პირველი პრიორიტეტი რა შეიძლება იყოს?

ტურიზმის სფეროში ჩემი რვა წლიანი გამოცდილებიდან ვფიქრობ, რომ კონკურენცია ნებისმიერ სფეროში არის სტიმული იმისა, რომ პროდუქტი უფრო ეფექტური გახადო და გახადო და წლების მანძილზე არ დააგდო ხარისხი, შეიტანო ინოვაციები, სიახლეები და ყოველ ეტაპზე განვითარდე.

ჩემი აზრით, რომ არა კონკურენცია არ იქნებოდა მოტივაცია და რომ არა მოტივაცია, არ იქნებოდა წარმატება

როგორ ფიქრობთ, რა სურთ თქვენს სტუმრებს ?

სტუმრებს ყველაზე მეტად კომფორტის გარდა სურთ, რომ ბოლომდე მიიღონ მომსახურება. მოსწონთ იმის შეგრძნება, რომ მზად ხარ ნებისმიერ დროს აღმოუჩინო დახმარება, დროულად მოახდინო რეაგირება ნებისმიერ სიტუაციაში, იყო მუდამ თბილი, ღიმილიანი და მეგობრული მასპინძელი.

ჩვენ გვქონდა ასეთი სლოგანი: ქართული სტუმართ-მასპინძლობა საერთაშორისო მომსახურების ჭრილში. როგორ ფიქრობთ, სწორი პარალელია?

სლოგანი – ქართული სტუმარ-მასპინძლობა საერთაშორისო მომსახურების ჭრილში ჩემი აზრით ნახევრად სწორი პარალელია, რადგან საქართველოში სერვისის საკითხი პრობლემატურია. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე საერთაშორისო სტანდარტებს ვერ ვეწევით. არის მომენტებიც, როდესაც სტუმატრ-მასპინძლობა გადამეტებულად გამოგვდის, თუმცა მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ის ინდივიდუალიზმი, რაც ჩვენ როგორც ერს გაგვაჩნია.

დაახლოებით მეორე წელია პერიოდულად ვთანამშრომლობთ, როგორ ფიქრობთ,  რა სახის მომსახურება შეგიძლიათ მოგვანდოთ ჩვენ?

QBQ არის გუნდი, რომლისთვისაც არ არსებობს საზღვრები, მითუმეთეს მაშინ როცა საქმე წარმატებას და თვითგანვითარებას ეხება . სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი გუნდის წევრი. 🙂

რას გვირჩევდით?

გისურვებთ, რომ  მუდამ გქონდეთ წარმატება და განვითარების უსაზღვრო სურვილი, რათა სხვა კომპანიებსაც დაეხმაროთ განვითარებაში.

რასთან ასოცირდება ჩვენი გუნდი თქვენთვის, რა გახსენდებათ ერთი სიტყვით?

QBQ გუნდი ფრენასთან, ჩიტთან ასოცირდება. რადგან როდესაც ვითარდები აღარაფრის გეშინია და იწყებ ფრენას.