სიტყვებით შეცვლილი ცხოვრება, ანუ როგორ გავლენას ახდენს სიტყვები ჩვენს ცხოვრებაზე

ალბათ არ დაიჯერებთ, თუ ვიტყვით რომ წყლის მოლეკულური სტრუქტურა ფორმას იცვლის პოზიტიური ან ნეგატიური საუბრის მოსმენისას. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ სიტყვები განსაზღვრავს ჩვენს ქცევას და საკუთარ პიროვნულობაზეც ძალიან ბევრს მეტყველებს. სწორი მნიშვნელობით ნათქვამ სწორ სიტყვებს სიყვარულის, ძალაუფლებისა და პატივისცემის მოტანა შეუძლია, მაშინ როდესაც ცუდად შერჩეული სიტყვები ქვეყნებს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დასახულ მიზანს მივაღწიოთ და ოცნებები რეალობად გადავაქციოთ. დღევანდელ სამყაროში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში სიტყვებს კიდევ და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს შეუძლია როგორც მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგვეხმაროს, ასევე მისი დაკარგვაც გამოიწვიოს. წარმატებული ლიდერის მიერ სწორად წარმოთქმულმა და შერჩეულმა სიტყვებმა შესაძლოა გუნდის მუშაობის ეფექტურობის ზრდა გამოიწვიოს.

ლექსიკა, რომელსაც გაუაზრებლად ვიყენებთ

ყოველ დღე, არც კი ვაცნობიერებთ ისე ვამყარებთ კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან, ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებასა და ემოციებს, თუმცა წამითად არ ვფიქრდებით იმ სიტყვების ძალაზე, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ვიყენებთ. არც კი ვფიქრობთ, რომ შემთხვევით შერჩეული სიტყვები გავლენას ახდენს საკუთარ ცხოვრებაზე.

კვლევებით დასტურდება, რომ ერთმა შეცვლილმა საკვანძო სიტყვამაც კი შესაძლოა ადამიანის ემოციები თქვენს მიმართ რადიკალურად შეცვალს. ამის გარდა, თუ საკუთარ ყოველდიურ სასაუბრო ლექსიკას სხვა სიტყვებით ჩაანაცვლებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში; შეიცვლება თქვენი აზრები, შეხედულებები, ემოციები, ცხოვრების სტილიც კი. სწორედ ამას უწოდებენ ტრანსფორმაციულ ლექსიკას, რაც ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრული სიტყვების შეგნებულ გამოყენებას ნიშნავს.

სიტყვები და ემოციები

ლექსიკონში არსებული 500 000 სიტყვიდან ადამიანები საკუთარ ემოციებს 3000 სიტყვით აღწერენ. აქედან 2/3 უარყოფითი ემოციების გადმოსაცემად გამოიყენება. ჩვენს მიერ წარმოთქმულ ნეგატიურ სიტყვებს კი ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ჩვენს ფიზიკურ, ასევე ემოციურ მდომარეობაზე. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ხშირად ჩვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს გაუაზრებლად ვირჩევთ და მათ გავლენაზე არაფერს ვფიქრობთ.

შეცვალე სიტყვები და შენი ცხოვრებაც შეიცვლება

შეცვალო საკუთარი ლექსიკა, ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა თუ გავითვალისიწნებთ მის გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე, ალბათ არ იქნებოდა ურიგო გვეცადა მაინც. პირველ რიგში ჩამოწერეთ ნეგატიური სიტყვები, რომელსაც ხშირად იყენებთ და დაიწყეთ მისი შეცვლა გაცილებით პოზიტიური ვარიანტებით. ეს აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე და თქვენს ჩვევებსაც პოზიტიურობისკენ შეცვლის.