სანდრო ვანიშვილი QBQ-ს შესახებ

ჩვენი პარტნიორი კომპანიები QBQ-ს საქმიანობისა და ტრენინგების შედეგად მიღებულ შედეგებზე გვიყვებიან. ჩვენი რესპოდენტია სანდრო ვანიშვილი –  GSN-ის გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

როგორ შეაფასებდით ჩვენს კომპანიასთან პარტნიორობას?

როდესაც კომპანია GSN-ის ძრავის ერთ-ერთი ჭანჭიკი გავხდი, რომლის გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის პოზიციასაც ვიკავებ. წარვადგინე 2019 წლის განვითარების სტრატეგია, რომლის თითოეული მიზანი თუ ტაქტიკა გამოძერწილია იმ ადამიანების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელზეც ჩენი კომპანია დგას. ჩვენი კომპანიის მთავარი კაპიტალი ადამიანი და მისი გამჟღავნებული და ჯერ კიდევ გაუმჟღავნებელი შესაძლებლობებია. ჩვენ, ჩვენს მომხმარებლებს არ ვახვედრებთ მხოლოდ მომსახურე პერსონალს და მომსახურების მაღალ ხარისხს. არამედ, ჩვენ მათ ვთავაზობთ პარტნიორულ, გრეძელვადიან ურთიერთობებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, რომელიც ყიდის ჩვენი კომპანიის სერვისებსა თუ პროდუქტებს. დიახ, გაყიდვებში წარმატების მისაღწევად მთავარი ჰაბის ფუნქციას მომხმარებელსა და ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს შორის ზუსტადაც რომ ურთიერთობები და სწორად მართული ემოციები ასრულებენ. ამის შექმნა, განვითარებასა და იმპლემენტაციაში კი QBQ და მისი სენსაციური გუნდი დაგვეხმარა.

რა მნიშვნელოვანი სმს მიიღო თქვენმა კომპანიამ ტრენინგის შემდგომ ?

ჩვენი კომპანიის გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტის განვითარების სტრატეგია შედგება ხუთი ფაზისგან: დიზაინი, დაგეგმვა, იმპლემენტაცია, კონტროლი და განვითარება. დიზაინის ფასა არის ფაზა, სადაც შეცდომის დაშვების ფუფუნება არ გვაქვს. წარმატების მისაღწევად, გარდამტეხი შედეგების საჩვენებლად დამშეული და მოწყურებული სანდრო ვანიშვილის კარიერული გამობრწყინების ეტაპზე გამოჩნდა QBQ და მისი ლიდერი მაკა მჟავანაძე, რომელმაც მეცნიერული სიზუსტით გაითავისა და გაისიგრძეგანა ჩვენი კომპანიის ამოცანები, მიზნები და წერტილოვანი დარტყმებით განკურნა სისუსტეები, რომ ჩვენი ძლიერი მხარე კიდევ უფრო გაძლიერებულიყო.

რამდენად სწორად იყო გაკეთებული აქცენტები ბიზნესის განვითარება-მომსახურების ჭრილში?

მაკა მჟავანაძემ, ივანე ქავთარაძემ, უჩა მაჭარაშვილმა და თამარ აბულაძემ ჩვენი კომპანიის მთავარი კაპიტალი, ადამიანები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს მომხმარებლებთან, რომლებიც აშენებენ მყარ ხიდს მათთან მისასვლელს. სწორედაც, რომ QBQ-ის გუნდმა იკისრა უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ ამ ხიდის ასაშენებლად ეწარმოებინა თითოეული ის აგური და სამშენებლო მასალა, რომელიც გარანტირებულს ხდის ურთიერთობების სიმყარესა და ხარისხს, რომელსაც ბაზარზე კომპანიის წარმატებული პოზიციონირება მოაქვს. QBQ-ის გუნდმა დაგვანახა სისუსტეები და გამოგვიწერა უებარი წამალი, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ გააჩნია და თუ რეცეფტს სწორად მიყვები წარმატება გარანტირებულია.

სტრატეგიის დიზაინის ფაზაში მაკას და მისი გუნდის ჩართვა წარმოადგენს წარმატების ცათამბჯენის ასაშენებლად უმყარეს საძირკველს, რომელიც განაპირობებს მომავალში მრავალი სართულის დაშენების საშუალებასაც. QBQ-ის გუნდმა დაგვანახა წარმატებისკენ მიმავალი გზა და რაც მთავარია მათ გვასწავლეს აღნიშნულ გზაზე მოძრაობის წესები. ასევე, მათ გვასწავლეს წვიმიან ამინდში შეუფერხებლად მოძრაობა. QBQ-ის გუნდმა GSN-ის გუნდს გაუჩინა წყურვილისა და შიმშილის გრძნობა. გრძნობა, რომელსაც გარანტირებული წარმატებისკენ მივყავართ.