როგორ შევინარჩუნოთ მოტივირებული თანამშრომლები გუნდში

აქტიური და წარმატებული გუნდის შექმნა შესაფერისი თანამშრომლების დაქირავებით არც იწყება, და მითუმეტეს არც მთავრდება. თანამშრომლების მიერ თავდაპირველად გამოვლენილი უნარები, ენთუზიაზმი ან შესრულებული სამუშაოს ხარისხი შესაძლოა ძალიან მალე დაკარგოთ, თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ და მათ მოტივაციაზე ეტაპობრივად არ იზრუნებთ.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კომპანიები თანამშრომლების წასახალისებლად ძირითადად სარგებელის გაზრდას მიმართავენ, კვლევები სულ სხვა რამეს ამბობენ. როგორც კვლევებმა აჩვენა, მთავარ მოტივატორებს შემდეგი ფაქტორები განსაზვრავენ: რამდენად მნიშნელოვნად გრძნობს თანამშრომელი თავს გუნდში და რამდენად ხშირად ვახალისებთ მათ ეფექტურად შესრულებული დავალებებისთვის შექებით.

გთავაზობთ 10 ძირითად წესს, თუ როგორ შევინარჩუნოთ მოტივირებული ტანამშრომლები გუნდში.

  1. გახადეთ სამუშაო გარემო კომფორტული და სასიამოვნო.

ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს გარემოს, სადაც დროის საკმაოდ დიდი ნაწილის გატარება გვიწევს. არავის სურს ისეთ გარემოში ყოფნა, რომელიც მოსაწყენი და არაკომფორტულია. გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომლები აუცილებლად უნდა იყვნენ აღჭურვილები შესამისი ტექნიკით, აქსესუარებითა და მოწყობილობებით. მიეცით თანამშრომლებს საშუალება, საკუთარი კუთხე სურვილისა და გემოვნების მიხედვით მოიწყონ. იმისთვის რომ მშვიდად შეძლონ მუშაობა, სასურველია მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში გრძნობდნენ თავს.

  1. დარჩით ყოველთვის პატივსაცემი, სამართლიანი და ერთგული.

გახსოვდეთ რომ, თქვენი თანამშრომლების მთავარი მოტივატორი თავად თქვენ ხართ. ლიდერის უნარებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თუ გაინტერესებთ, როგორ გახდეთ გუნდისთვის საუკეთესო ლიდერი, მაშინ შეგიძლიათ ჩვენს წინა ბლოგ-პოსტს გაეცნოთ თემაზე – „ როგორ გავხდეთ წარმატებული ლიდერი“.

  1. შესთავაზეთ ჯილდოები.

არაფერი ახალისებს ადამიანს ისე, როგორც კარგად შესრულებული საქმისთვის მიღებული ჯილდოს მოლოდინი. მიეცით თანამშრომლებს გარკვეული გეგმები შესასრულებლად და მისი წარმატებით შესრულების შემდეგ გარკვეული ბონუსით დააჯილდოვეთ.

  1. მიეცით გაზრდის საშუალება.

რაც უნდა კარგი გარემო შეუქმნათ თანამშრომლებს, ისინი ყოველთვის მივლენ ეტაპამდე, როდესაც საქმეში საკუთარ თავს ამოწურულად იგრძნობენ. ამიტომ დააკვირდით მათ და თუ ფიქრობთ რომ ისინი ამას იმსახურებენ, განვითარების საშუალება მიეცით. დააწინაურეთ, შესთავაზეთ უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია კომპანიაში. არაფერი აგრძნობინებს ადამიანს თავს იმაზე უკეთესად, ვიდრე დაფასება და მათ მიმართ გამოხატული ნდობაა.

  1. გაუზიარეთ „შედეგები“.

გახოვდეთ, რომ კომპანიის წარმატება თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ისინი ნამდვილად იმსახურებენ, იცოდნენ იმის შესახებ თუ მათმა შრომამ კომპანიას რა დადებითი შედეგები მოუტანა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ყოველკვირეულად მოაწყობთ მათთან შეხვედრებს და გააცნობთ ფიდბექს. ისინი აუცილებლად დაფასებულად და წარმატებულად იგრძნობენ თავს.

  1. შესთავაზეთ თანამშრომლებს მათზე მორგებული სამუშაო გრაფიკი

როგორც კვლევებმა გვიჩვენა, ფორბსის მიერ გამოკითხული ადამიანების 86% ყველაზე დიდ მნიშნელობას სამუშაო გრაფიკს ანიჭებს. დღეს, როდესაც ტექნიკა ასეთი განვითარებულია, დამსაქმებლებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, სამუშაო გრაფიკი თანამშრომლებს მოარგონ. არაფერი დაშავდება, თუ დაწყებულ საქმეს სახლში, ან სხვა გაცილებით კომფორტულ გარემოში დაასრულებენ. ასევე არაფერი დააკლდება კომპანიას. თუ პაუსხგაუცემელ მეილებს ვიქენდის გასატარებლად მიმავალი ტრანსპორტიდან ტელეფონით უპასუხებენ.  გახსოვდეთ, რომ მთავარი შედეგია.

  1. მიეცით კვების შესაძლებლობა სამუშაო გარემოში.

არავის მოსწონს მუშაობა „მშიერ კუჭზე“. ეს ხუმრობით, თუმცა როგორც კვლევებმა აჩვენა, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ საკვებით გამოხატული კმაყოფილება გაცილებით სასიამოვნოა მათთავის. ამით კომპანია ამტკიცებს, რომ თანამშრომლები არამარტო მათი უნარების გამო უყვართ, არამედ ზრუნავენ მათ ფიზიკურ მდგომარეობაზეც. ამაზე მარტივი არაფერია, დაასაჩუქრეთ გუნდის წევრები ტკბილეულით, შეუკვეთეთ პიცა ან სხვა საკვები და მათი მოტივაცია კიდევ უფრო „გემრიელი“ გახდება.

  1. არ მოგერიდოთ კითხვების დასმის.

ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს იმაზე ფიქრში, თუ რას ელიან თანამშრომლები თქვენგან. უბრალოდ მიდით მათთან და ჰკითხეთ.

  1. აგრძნობინეთ თავი გუნდის მნიშნელოვან წევრად.

ხშირად დააფასეთ თანამშრომლები მათ მიერ წარმატებით შესრულებული სამუშაოს გამო. აგრძნობინეთ, რომ საქმე რასაც ისინი აკეთებენ, კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

  1. იყავით კორექტული.

ნუ იქნებით თანამშრომლების მიმართ უხეში. ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და პრობლემის მოგვარებაში თანამშრომლებთან ერთად ჩაებათ.