როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება

“ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში წადი დასაძინებლად” – ვფიქრობდი, რომ აღნიშნული გამონათქვამი ხუმრობას წარმოადგენდა, თუმცა არანაირი ხუმრობა. ეს არის რეალობა მეხსიერების შესახებ ეს არის არაჩვეულებრივიმეთოდი ინფორმაციის დასამახსოვრებლად.

როგორც ცნობილია, გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერება. მოკლევადიანი მეხსიერება არის ჩვენი “ოპერატიული მეხსიერება”. მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაცია რჩება ძალიან ცოტა ხნით, მაქიმუმ 20 წამი. ამიტომაც არის, რომ სწრაფად ვერ ვიმახსოვრებთ სახელებს, ტელეფონის ნომრებს. განსაკუთრებით, თუ ეს ინფორმაცია ჩვენთვის მეორეხარისხოვანია.

როგორ გადავიტანოთ ინფორმაცია მოკლევადიანი მეხსიერებიდან გრძელვადიან მეხსიერებაში? განსაკუთრებით, ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია. აქვე ვიტყვი იმასაცა, რომ გრძელვადიან მეხსიერებაში ინფორმაცია განუსაზღვრელი დროით ინახება.  

მაგალილთად, დაასრულეთ სიმღერა: „წუხელ თოვდა, თოვდა , თოვდა…”

თუ გაიხსენებთ, ბოლოს ეს სიმღერა როდის იმღერეთ, მიხვდებით, რომ საკმაოდ დიდი ხანია გასული თქვენი ბავშვობიდან, როდესაც ამ სიმღერის ტექსტი ისწავლეთ. აღნიშნული ინფორმაცია, დიდი ხანია, უკვე თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაში იკავებს ადგილზე. შესაძლოა, თვეები და წლებიც გავიდეს, მაგრამ ეს ტექსტი არასოდეს დაგავიწყდებათ.

არსებობს ნეგატიური და პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც უდაოდ გავლენას ახდენს ჩვენს მახსოვრობაზე. არსებული სამი ტვინიდან, თითოეული იღებს კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებულ ინფორმაციას და ათავსებს გრძელვადიან მეხსიერებაში. ტვინი იწყებს იმ მოქმედების შესრულებას, რომელიც ორგანიზმის დასაცავად ან სიამოვნებისთვის არის საჭირო. მაგალითად: ცეცხლი წვავს და სწორედ ამიტომ ვერიდებით მასთან ხელით შეხებას.

როგორ გავავარჯიშოთ მეხსიერება, როგორ დავიმახსოვროთ დიდი ხნით ნასწავლი გაკვეთილი ან საინტერესო საკითხი, როგორ ავარიდოოთ თავი ნეგატიური ინფორმაციისგან მეხსიერების გადატვირთვას? იმისთვის, რომ ინფორმაცია მოკლევადიანი მეხსიერებიდან გრძელვადიან მეხსიერებაში გადავიტანოთ, საჭიროა:

  1. გაიმეორეთ ხშირად –  „გამეორება ცოდნის დედაა.”
  2. გამოიძინეთ – ინფორმაციის მიღების შემდგომ აუცილებლად უნდა გამოიძინო, რათა მოხდეს ინფორმაციის გადატანა ხანგრძლივი დროით.
  3. ხმამაღალა წაიკითხეთ – ხმამაღლა კითხვა დაგეხმრებათ, რომ გააუმჯობესოთ სამეტყველო სიტყვების მარაგი და ამავე დროს, დამახსოვრებას შეუწყოთ ხელი.
  4. აარდიდეთ თავი ნეგატიურ ინფორმაციას არ მისცეთ საშუალება ნეგატიურ ინფორმაციას, რომ თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაში მოახერხოს გადასვლა. მაქსიმალურად აარიდეთ თავი და მის გვარცელებასაც არ შეუწყოთ ხელი.  
  5. იკვებეთ სწორად – თავი აარიდეთ ზედმეტი შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებას.

დროთა განმავლობაში, თითოეული პუნქტი საკუთარ თავზე გამოვცადე და მივხვდი, რომ მათი დაცვა დამეხმარა, გამეძლიერებინა გრძელვადიანი მეხსიერება.

სცადეთ და დამერწმუნეთ, თქვენც გამოგივათ!