რა გავლენას ახდენს შიში ჩვენზე და როგორ შევინარჩუნოთ სწორი კომუნიკაცია ვირუსის პირობებში

როგორც კი კორონავირუსი გავრცელდა მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვალდებულნი გავხდით, ძირეული ცვლილებები შეგვეტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიმდინარე სოციალური პასუხიმგებლობიდან ყველაზე რთული სოციალური დისტანცირებაა.

ჩვენ უარის თქმა მოგვიწია  ჩვენი ღრმად თანდაყოლილი მოთხოვნილებებისა და იმპულსების გამოხატვაზე, ხოლო მათი დათრგუნვა გახდა ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, შევწყვიტეთ ჩვენი მეგობრების, თანამშრომლებისა და იმ ადამიანების ნახვა, რომლებთან ურთიერთობაც აყალიბებდა ჩვენს აზრებსა და ხასიათს.

სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ბუნებრივად ამშვიდებს ჩვენს ნერვულ სისტემას. როდესაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ხალთან, ამით გამოცდილებაში ვიძენთ განცდათა იმ ნაკრებს, რომელიც  არეგულირებს იმ წინააღმდეგობას, რაც დისტანცირებამ გამოიწვია. მოსმენით, ინტონაციით, მიმიკებით, შეხებით, ჩახუტებით ვქმნით ურთიერთობის იმ სივრცეს, სადაც ჩვენ თავს ვგრძნობთ მშვიდად და დაცულად. ამ იძულებით განცალკევებამ შესაძლოა, გაზარდოს შფოთვა იმის გამო, რომ ჩვენ შეგვიმცირდა თვითგამოხატვის შესაძლებლობები. ფიზიკურად იზოლირებულები ვიცავთ წესებს და ჩვენი სხეულები უფრო თავდაცვით მოქმედებებზე გადადის, ანუ უფრო მეტად გავხდით საკუთარ თავზე ორიენტირებულები. შესაძლებელია, ასეთმა დამოკიდებულებამ საკუთარი თავდაცვის მიმართულებით გამოიწვიოს სანდოობის მერყეობა, რაც თავისთავად ზრდის  შფოთვას.

უარყოფით ინფორმაციის გავრცელებამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება და მომართა ჩვენი აზროვნება ნეგატიური შედეგებისაკენ. ამ კრიზისმა გამოიწვია ფიზიკური და ფინანსური სფეროების მორღვევა, რომელიც ჩვენთვის, მნიშვნელოვან წილად, სტაბილურობის გარანტიას გვაძლევდა. ადამიანი კი, რაც უფრო მეტად ნერვიულობს, მისი აღქმა და შემეცნებითი შესაძლებლობები ვიწროვდება და იზღუდება, რაც გამოუვალი მდგომარეობის სიტუაციას ქმნის.

ის თავის ტვინში ააქტიურებს იმ უბნებს, რომელიც შიშზეა პასუხიმგებელი. შიში და ეჭვი იწვევს შფოთვას, ხოლო შფოთვა შეიძლება ვირუსის მსგავსად გავრცელდეს.

ჩვენ ურთიერთობის დონეზე შეგვიძლია შევქმნათ ვირუსი, სახელად შფოთვა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს აქვთ კეთილი განზრახვა სოციალურ ქსელში გავრცელონ კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები მიმდინარე მოვლენების შესახებ, შესაძლოა უფრო მეტი შფოთვა შექმნან საკუთარ თავში და სოციალურ ქსელში, ვიდრე საზოგადოებისთის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელონ. გარკვეულწილად, რაც უფრო შემაშფოთებელ ამბებს კითხულობს ადამიანი, მით უფრო მეტად იკავებს ამ შფოთვას და ავრცელებს მას.

ადამიანები, რომლებიც უკვე განიცდიან შფოთვას და დეპრესიას, შეიძლება უფრო მგრძნობიარენი გახადნენ ამ ვირუსის გადადებისგან.

სოციალური შიშის პირობებში როგორ უნდა შევინარჩუნოთ სწორი ურთიერთობა  ?

  • თუ ფიზიკურად შეუძლებელია ერთად ყოფნა, კომუნიკაციისას აქცენტი გააკეთეთ ვიდეო ზარზე, ტელეფონის ან ტექსტის ნაცვლად. ვიდეო ზარი საშუალებას მოგცემთ განზრახ დაუკავშირდეთ სხვა ადამიანის სხეულის ენას, ხმის ტონს, ინტონაციას და სახის გამომეტყველებას. ეს სოციალური დანაკლისის შევსების საშუალებას მოგვცემს.
  • აღნიშნეთ და მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს – გაამხნევეთ  ერთმანეთი. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გრძნობს თავს ამ მომენტში სხვა ადამიანი.
  • პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ დისტანციურ კომუნიკაციაში ემპათია საუკეთესო საშუალებაა პროდუქტიულობასა და შედეგიანობის გასაზრდელად.
  • შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება ერთმანეთს მიმართ სწორი ონალინ კომუნიკაციისათვის, რამაც შესაძლებელია შეამციროს შფოთვა და გააძლიეროს თვითპატივისცემა, რაც პირაპირ იმოქმედებს პოზიტიურ აზროვნებაზე.
  • გაიხსენეთ პოზიტიური მოგონებები. შეგრძნებებზე აქცენტი დისტანციურ კომინიკაციას უფრო გააზრებულს გახდის.