მითი “21 დღის” შესახებ…

მაქსველ მოლცი

მაქსველ მოლცი ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო 1950-იან წლებში, რომელმაც თავისი საქმიანობის დროს პაციენტებს შორის საკმაოდ უცნაური ქცევა აღმოაჩინა. მაგალითად, როდესაც თავის პაციენტს ცხვირის ოპერაციას უკეთებდა, შენიშნა, რომ ახალ სახესთან შესაგუებლად პაციენტს მინიმუმ 21 დღე სჭირდებოდა. ანალოგიურად ხდებოდა სხვა ოპერაციების დროსაც.

1960 წელს, მოლცმა ამ გამოცდილების შესახებ დაწერა წიგნი, სახელწოდებით „ფსიქო–კიბერნეტიკა“, და თქვა: ”ეს და მრავალი სხვა ხშირად შესამჩნევი მოვლენა იმაზე მეტყველებს, რომ მინიმუმ 21 დღე სჭირდება, იმას რომ ძველი მენტალური სურათი ანულირდეს და ახალი უნარის ჩამოყალიბება დაიწყოს.” წიგნი მალევე იქცა ბესთსელერად  და 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

ნელ-ნელა, რაც უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მოლცის მონათხრობის ციტირება, „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპით, ხალხმა დაივიწყა, რომ მოლცმა თქვა, „მინიმუმ 21 დღე“ და მათ ეს ნათქვამი ასე შეცვალეს – ”ახალ ჩვევის ჩამოყალიბებას 21 დღე სჭირდება”.

ასე დაიწყო მითმა გავრცელება, რომ ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას მხოლოდ 21 დღე სჭირდება. მართლაც, ვის არ მოუნდება, რომ ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას თავისი ცხოვრების მხოლოდ 21 დღე დაუთმოს? პრობლემა ის არის, რომ მაქსველ მოლცი უბრალოდ აკვირდებოდა მის გარშემო არსებულ მოვლენებს და არ აკეთებდა ფაქტის კონსტატირებას. გარდა ამისა, ის დარწმუნებით ამტკიცებდა, რომ ეს იყო მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა ახალ ცვლილებებთან შესაგუებლად.

და მაინც, რეალურად რამდენი დრო სჭირდება ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას?

ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ფილიპა ლალიმ, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის მკვლევარმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, თავის გუნდთან ერთად დაიწყო კვლევის ჩატარება. კვლევის დროს, 12 კვირის მანძლზე, შეისწავლეს 96 პაციენტი. თითოეულ მათგანს უნდა აერჩია ახალი ჩვევა, ყოველ დღე შეესრულებინა და აღწერა გაეკეთებინა, თუ როგორ ყალიბდებოდა ხშირად განმეორებული ჩვევა ავტომატურ ჩვევად.

12 კვირის ბოლოს, მკვლევარებმა გააანალიზეს მონაცემები და დაადგინეს, რომ ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას მაგიური „21 დღე“ კი არა, ორ თვეზე მეტი დრო სჭირდება, ხოლო პერიოდი შეიძლება მნიშნელოვნად განსხვავდებოდეს პიროვნებისა და სხვა გარემოებების მიხედვით.

შთაგონების პოვნა გრძელ გზაზე

სანამ ამ მითის განწყობილებას უმოქმედია თქვენზე, მოდით ვისაუბროთ სამ მიზეზზე, თუ რატომ არის ეს კვლევა ნამდვილად შთამაგონებელი. 

პირველი –  არ არსებობს მიზეზი, იმისათვის რომ დანებდეთ საკუთარ გრძელვადიან თუ მოკლევადიან მიზნებს. შეითვისეთ გრძელი და ნელი სიარული სიდიადემდე და ყურადღება გაამახვილეთ თქვენი ქცევების განმეორებაზე.

მეორე – თქვენ არ უნდა იყოთ „სრულყოფილი“. ამიტომ, მეცნიერების მსგავსად უნდა მოექცეთ წარუმატებლობას, შეცდეთ და შემდეგ  მისგან მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაოთ სტრატეგია, რომ სწრაფად დაუბრუნდეთ ჩვევისაკენ მიმავალ გზას.

მესამე – უფრო გრძელი ვადების დაცვა დაგვეხმარება გვესმოდეს, რომ ჩვევები არის პროცესი და არა მოვლენა.