ინოვაციების ღირებულება კრიზისის დროს

დღეს ჩვენ მე -4 ინდუსტრიული რევოლუცის ხანაში ვცხოვრობთ, სადაც მუდმივად რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს. ამის გამო ჩვენ ხშირად გვიწევს, ვიყოთ ადაპტერები იმ გარემოსთან, რომელშიც ხშირია კრიზისული სიტუაციები. მათ მმართველებად კი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ლიდერები გვევლინებიან, რომლებზეც არის დამოკიდებული, როგორ მოირგებენ ინოვაციების განხორციელების როლს და როგორ შეძლებენ მიდმინარე პროცესების მართვასა და მათში ჩართული ადამიანების დახმარებას ბიზნეს, საგანმანათებლო თუ სამედიცინო სფეროში.

რა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზაცია განიცდის კრიზისს? რა როლს ასრულებენ ლიდერები ინოვაციების მართვაში და როგორ შეიძლება მათი ქცევის ღირებულების გარკვევა იმ პერიოდში, როდესაც ორგანიზაცია არის გასაჭირშია?

მომწიფების პერიოდში მყოფი ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად განიცდიან არასტაბილურობის საფრთხეს. მაგალითად, როდესაც ბაზარზე ახალი კონკურენტები ჩნდებიან და ბაზარზე შემოაქვთ ინოვაციური სტრატეგიები, იკავებენ იმ კომპანიების ადგილს, რომლებმაც სწრაფ ცვლილებებს ვერ აუწყეს ფეხი, იწყებენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მომხმარებელსაც შესაბამის მომსახურებას უწევენ.

კრიზისიდან გამოსვლა დამოკიდებულია ინოვაციური ლიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ღირებულებასა და მის მიერ განხორციელებულ სწორ მოქმედებებზე, შექმნის რეალურ შესაძლებლობებს, თუ მის მიწერ დახარჯული ძალისხმევა ფუჭი იქნება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად დაგეხმარებათ, ეფექტურად გაუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს:

კრიზისზე რეაგირების შემუშავება: ინოვაციის პროფესიონალებმა  უნდა განსაზღვრონ ახალი გავრცელების სფეროები,  მასში არსებული საკომუნიკაციო არხები, მათთან მუშა მიდგომები და ხალხის ახალი წყაროები. ეს რესურსები მიმართული უნდა იყოს იმ საზოგადოებრივი იდეებისკენ, რომლებიც წყვეტენ უშუალო ვითარებას და ქმნიან საზოგადობრივ კლიმატს. მსგავსი პოზციონირება ლიდერებსა და მათ ორგანიზაციებს უფრო პოზიტიურად ამზადებენ მომავალი კრიზისისათვის.

  • იმის გათვალისწინებით, რომ ეს რესურსები უკვე არსებობს, (მაგალითად სოციალური ქსელები, ჯგუფები, პროფესიული ან სოციალური გაერთიანებები), მათ უნდა შეეძლოთ სწრაფად კომუნიკაციის მობილიზება ისე, რომ დინამიურად რეაგირებდნენ სიტუაციაზე.
  • კრიზისული გარემოს ზეწოლით და მის მიერ გამოწვეული სტრესის გათვალისწინებით, უმჯობესია, ფოკუსირება მოახდინოთ სწრაფ გამარჯვებებზე, როგორც დაუყოვნებლივი რეაგირების საშუალება, რაც მიმდევრებს აუმაღლებს თვიტეფექტურობის რწმენას.
  • თუ ორგანიზაციას ჰყავს ინოვაციაზე ორიენტირებული მენეჯმენტი, მათ უნდა შექმნან თანამშრომლების ჩართულობის მოდელი. ყველაზე აქტიურად ჩართული თანამშრომლების რესურსი უნდა მიმართონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რადგან ისინი შესაძლოა, თავადვე იყვენენ მიდრეკილი ცვლილებებისაკენ.

ინოვაციამდელი კომუნიკაცია: ინოვაციაზე ორიენტირებული კომუნიკაციების გათვალისწინებით, არსებითი კომპონენტებია:

  • შთაგონება და გავლენის მოხდენა ცვლილებათა ქცევის შესახებ.
  • მხარდაჭერა განმავითარებელი იდეებისაკენ.
  • კრიზისის დროს კორპორატიული ხელმძღვანელობა ეძებს პოზიტიურ სიგნალებს და მესიჯებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციაში გავრცელებული ნეგატიური განწყობის კომპენსაციას.
  • ინოვაციური ქცევისა და პოზიტიური შედეგების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, შესანიშნავი გზა იყოს ორგანიზაციის გარშემო კრიზისული გზავნილების კომპენსირებისათის.
  • მნიშვნელოვანია, რომ ეს საკომუნიკაციო მოდელი უნდა გავრცელდეს როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტორიაზე.

ყურადღება გამახვილება სოციალურ ინოვაციაზე: კრიზისის ხანგრძლივობის პერიოდში უნდა გაიზარდოს სოციალური პასუხიმგებლობა.

  • უნდა განისაზღვროს სოციალური გავლენის წყაროები, (ინფლუენსერები) ჯგუფები და მოხდეს თანამშრომლობა საერთო მიზნებზე. ეს ორგანიზაციას დიდ სარგებელს მოუტანს საზოგადოებრივ ცნობიერებაში და გაზრდის მათი მისიის მნიშვნელობას. Top-of-mind კვლევების მიხედვით, რომელიც მნიშვნელოვნად შეისწავლის მომხარებლის ქცევას და დამოკიდებულებას ბრენდისადმი, გარკვეულწილად გაზრდის მის როლს კრიზისიდან გამოსულ  საზოგადოებაში.

მხოლოდ შემოქმედებითი ლიდერები ქმნიან ახალ ხედვას კრიზისისა და გამოწვევების პირობებში. კრიზისების მართვა ორგანიზაციებისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება. აუცილებელია, რომ  ინოვაციურმა ლიდერებმა აქტიური როლი შეასრულონ ამ სიტუაციების მოგვარებაში და გადაწყვეტაში.  მათ დროთა განმავლობაში უნდა შექმნან უფრო მოქნილი, რეაგირებადი და საზოგადოებაზე ორიენტირებული შედეგები.