თამარ ერგემლიძე QBQ-ს შესახებ

ჩვენი პარტნიორი კომპანიები QBQ-ს საქმიანობისა და ტრენინგების შედეგად მიღებულ შედეგებზე გვიყვებიან. ჩვენი რესპოდენტია თამარ ერგემლიძე, Intelexpress-ის HR მენეჯერი.

როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს მომსახურება კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში?

მომსახურება არის კომპანიის იმიჯი, ავანგარდი, შესაბამისად, მომსახურების ხარისხი პირდაპირ კავშირშია კომპანიის განვითარებასა და წინსვლასთან.

თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა ამახსოვრდება თქვენს მომხმარებელს, როდესაც ინტელექსპრესის მომსახურებით სარგებლობს?

პირველ რიგში, ინტელექსპრესის მომხმარებელი იღებს არა დაშტამპულ, არამედ ინდივიდუალურ მიდგომებს, რაც ჩვენი მომსახურების ეტიკეტად შეიძლება ჩაითვალოს. სისწრაფე, კომპეტენტურობა და ხარისხი ის თემებია, რაზეც ყოველდღიურად გუნდურად ვმუშაობთ. რამდენად კარგად გამოგვდის დაე, თავად მომხმარებელმა შეგვაფასოს.

როგორ შეაფასებდით კომპანიის რიგითი თანამშრომლის მომსახურების ხარისხს ტრენინგებამდე და ტრენინგების შემდეგ?

არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვით, რომ ტრენინგმა კარგი ბიძგი მისცა თანამშრომლების მოტივაციას.  გაკეთდა მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელთა თვითანალიზიც, დარწმუნებული ვარ, დადებით შედეგს დადებს.

რა რეკომენდაციას მისცემდით სხვა კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი თანამშრომლების გადამზადება და სერვისის გაუმჯობესება სურთ? 

მომსახურების სფეროს გაუმჯობესება და მაღალ ხარისხზე აყვანა თითოეული კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. როგორც ეიჩარი, რეკომენდაციის სახით ვიტყოდი: ხშირად ესაუბრეთ თანამშრომლებს ერთად და ცალ-ცალკე, შეეცადეთ შეინარჩუნოთ მათი ინდივიდუალურობა, რა თქმა უნდა, სტანდარტებთან სინქრონში. თუმცა, ეს იოლი პროცესი ნამდვილად არ არის.

რატომ გააკეთეთ არჩევანი QBQ-ზე?

მთავარი ფაქტორი იყო პროგრამის შინაარსი, რომელიც არ არის განყენებული სახის და შესაძლებელია განვითარდეს კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად. არ ვიქნები ობიექტური, თუ პირადად მაკა მჟავანაძეს არ ვახსენებ. მისი დამოკიდებულება საქმისადმი გადამდები და დასაფასებელია. 

რა მოლოდინი გქონდათ QBQ-სგან და თუ შეესაბამება მიღებული რეალობა თქვენს მოლოდინს?

რა თქმა უნდა, მომსახურების სფეროს თანამშრომლებს ურჩევნიათ მეტ-ნაკლებად მზა „რეცეპტები“ ჰქონდეთ ამა თუ იმ ქეისთან გასამკლავებლად. თუმცა, სწორი ანალიზის შემთხვევაში ვადასტურებთ, რომ ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია, გამოცდილების გაზიარება და სიმულაციური აქტივობები უფრო მრავლისმომცველია და თითოეულ დამსწრეს სუბიექტური გავითარების შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ საქმიან, პირად ცხოვრებაშიც.

ჩამოგვითვალეთ რამდენიმე პოზიტიური შედეგი, რომელიც ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ გამოიკვეთა თქვენს კომპანიაში?

პირველი ის, რომ ხშირი გუნდური აქტივობები ძალიან ეფექტურია თიმბილდინგისთვის, მით უმეტეს როცა აქტივობა ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. თანამშრომლებს ტრენინგის შედეგად გამოწვეული ინერციით ხშირად აქვთ სურვილი, განვიხილოთ ესა თუ ის შემთხვევა, ვისმჯელოთ და მივიღოთ უკეთესი შედეგი. ასე ვთქვათ, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარ საფეხურზე ავიდა.

10 ბალიანი სისტემით რამდენი ქულით შეაფასებდით QBQ-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგებს?

მოდით, თავს შევიკავებ განწყობის და შედეგის ქულებში გამოხატვისგან. აუცილებლად კი მიმაჩნია იმის თქმა, რომ QBQ-ს გუნდი, მაკა მჟავანაძის ხელმძღვანელობით, არის ძალიან ცოცხალი, დინამიური, ეფექტური და წარმატებული გუნდი, რომლის მთავარი ფაქტორი სწორედაც რომ არ ემსახურება დიდაქტიკას, რომელიც ყოველგვარი იერარქიის გარეშე ქმნის სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს ინდივიდების აღმოსაჩენად და განსავითარებლად. გმადლობთ, სასიამოვნო გამოცდილებისთვის!