ზეინაბ აბდულიში QBQ-ს შესახებ

ჩვენი პარტნიორი კომპანიები QBQ-ს საქმიანობისა და ტრენინგების შედეგად მიღებულ შედეგებზე გვიყვებიან. ჩვენი რესპოდენტია ზეინაბ აბდულიში, მოდუსის HR სამსახურის ხელმძღვანელი.

რამდენად მნიშვნელოვანია, მიმართოთ გარე კომპანიას თანამშრომელთა გადასამზადებლად და თქვენის აზრით, ეს ფუფუნებაა თუ უბრალოდ საჭიროება?

კომპანიაში პერიოდულად ჩატარებული ტრენინგები პერსონალის განვითარების მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. თანამშრომელთა გადასამზადებლად გარკვეულ საკითხებში საჭიროა კომპანიამ მიმართოს გარე კომპანიიას, რომელიც იკვლევს ბაზარს, აწარმოებს არსებული მოთხოვნების ანალიზს, რაც მას ხელს უწყობს შემოიტანოს გარკვეული ტენდენციები კომპანიის საქმიანობაში. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და გარკვეული უნარჩვევების განვითარების ინვესტირებით კომპანია ღებულობს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვან შედეგს. ეს ინვესტიციები გარკვეულ წილად საჭიროებაა და ბევრი კომპანიისთვის ფუფუნებასაც წარმოადგენს.

როგორ არჩევდით სატრენინგო – საკონსულტაციო ცენტრს და რა არის კომპანიისთვის პრიორიტეტი შერჩევის პროცესში?

სატრენინგო – საკონსულტაციო ცენტრის შერჩევაში კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ცენტრის გამოცდილება, სხვა ჩატარებული პროექტების კომპანიების ცნობადობა, მათი უკუკავშირი და ტრენერების პორტფელი.

რა შედეგი მიიღეთ და როგორ შეაფასებდით შესრულებულ სამუშაოს?

ჩვენთან ჩატარებული ტრენინგების შედეგად თანამშრომლები დავინახეთ სხვა კუთხით. განვითარებაზე, მომხმარებელის ინტერესებზე და გაყიდვაზე ორიენტირებული თანამშრომელი ყოველდღიურ საქმიანობაში ხემლძღვანელობს QBQ-ს მიერ ჩატარებული ეფექტური გაყიდვების ინსტრუმენტებით.

QBQ არის პრეფესიონალთა გუნდი, რომელიც ტრენინგის ჩატარებამდე საფუძვლიანად იკვლევს კომპანიას, მის კორპორატიულ კულტურას და გარემოს. QBQ-ს მიერ სწორად შერჩეული მენეჯმენტის, გაყიდვებისა და ეფექტური მომსახურების სფეროში აქტუალური საკითხები სრულად იყო მორგებული ჩვენს ინტერესებზე.

რა გვირჩევდით?

სრული პასუხისმგებლობით ვუწევ რეკომენდაციის  სატრენინგო – საკონსულტაციო ცენტრ QBQ-ს და ვუსურვებ წარმატებებს!