დაამსხვრიე მითები წარმატების მიღწევის გზების შესახებ!

ცხოვრება სავსეა მითებით, რომელიც ხშირად დამოუკიდებელი და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გვიშლის. თუ თქვენი ცხოვრების დაგეგმვას სხვა ადამიანების აზრის, ან მხოლოდ მათი პირადი გამოციდლების მიხედვით გადაწყვეტთ, დიდი შანსია თქვენც, თქვენგან გაუცნობიერებლად, “სხვისი ცხოვრებით” ცხოვრება დაიწყოთ. შესაბამისად, ჩვენი უპირველესი რჩევაა, დაიწყეთ საკუთარი თავის მოსმენა.

მითი 1: წარმატებაა ის, რაც სხვებს წარმოუდგენიათ ჩვენს წარმატებად!

ყველას გვსურს, ცხოვრებაში წარმატების მიღწევა. ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ჩვენი ერთ-ერთი ცხოვრებისეული მისია სწორედ წარმატებულ ადამიანად ყოფნაა. თავად სიტყვა “წარმატების” შესახებ კი ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს და ხშირად მისი რეალური მნიშნელობა მთელი ცხოვრების მანძილზე ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება.

რეალურად, წარმატება ინდივიდუალურია და ზუსტად იმას ნიშნავს, რაც თქვენ გსურთ რომ იყოს.

ამიტომ ჩვენი რჩევაა, გაიაზროთ, რა არის თქვენთვის წარმატება და განსაზღვროთ კონკრეტული გზები, თუ როგორ მიაღწიოთ მას.

მითი 2: წარმატება ფორმალური განათლების გარეშე შეუძლებელია!

ალბათ ხშირად მოგისმენიათ ფრაზები: “უფრო წარმატებული პროფესია რომ ამერჩია, ცხოვრებაში მეტს მივაღწევდი”, “განათლების მიღებაზე უარი რომ არ მეთქვა, დღეს წარმატებული ადამიანი ვიქნებოდი” და კიდევ უამრავი სხვა.

სინამდვილეში ყურადღების ცენტრში სწორედ ისეთი ადამიანები ექცევიან, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და ყოველგვარ წესს არღვევენ, რაც სკოლაში ან უნივერსიტეტში ისწავლეს. ამ ყველაფრის გასაკეთებლად ფორმალური განათლების მიღება სრულებით არ არის აუცილებელი.

“ჩვენ ვცხოვრობთ უნარებსა და იდეებზე და არა სერტიფიკატების ან დიპლომების რაოდენობაზე დამოკიდებულ გარემოში” –James Altucher

მითი 3: წარმატება დიდებას და  ბედნიერებას მოგიტანთ.

სინამდვილეში ბედნიერება არც ფულში, არც წარმატებაში და მითუმეტეს არც დიდებაშია. ბედნიერება თქვენთვის საყვარელი საქმიანობის პროცესში მოდის და არა მისი დასრულებული შედეგის მიღებისას.

ისიამოვნეთ ცხოვრებით და იყავით ბედნიერი იმის კეთებით, რაც გიყვართ.

მითი 4: წარმატების მიღწევას თავისი საიდუმლო აქვს, რომელიც მხოლოდ ერთეულებმა იციან.

სინამდვილეში წარმატებაში არაფერია მაგიური ან ჯადოსნური. მისი მიღწევა მხოლოდ სწორად და გააზრებულად გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ადამიანები, ვისაც თქვენ წარმატებულად თვლით, რეალურად ძალიან ბევრი იშრომეს და საბოლოო შედეგის მისაღებად უამრავი წარუმატებლობა გადალახეს.