გუნდური მუშაობის 7 შესანიშნავი ბიზნეს სარგებელი

გუნდურობის დადებითი გავლენა ბიზნესზე 2

წარმოიდგინეთ, მენეჯერის მოვალეობას ასრულებთ და გაქვთ დავალება, უხელმძღვანელოთ ინდივიდების ჯგუფს, სადაც გუნდის ყველა წევრი სხვადასხვა განხრით მუშაობს და მათ შორის არ არსებობს რაიმე კავშირი. თქვენი მისიაა გუნდის შეკვრა, გაერთიანება და მათი საერთო მიზნისკენ სწრაფვა. შესაძლოა, ეს შემაშფოთებელ გამოწვევად ჟღერდეს, თუმცა თქვენი დრო და ენერგია ამად ნამდვილად ღირს. კვლევების მიხედვით, გუნდური მუშაობა შესაძლოა სასარგებლოდ აისახოს თქვენს ბიზნესზე. თუ თქვენ დაინტერესებული ბრძანდებით გუნდური მუშაობის დადებითი შედეგების შესწავლით, მაშინ თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. ამ ბლოგში თქვენ გაეცნობით იმ მთავარ გუნდური მუშაობის დადებით შედეგებს, რომელიც მნიშნველოვანია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის.

  • დასაქმებულთა კომუნიკაცია

Gallup’s State of Global Workplace – ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, დასაქმებულთა 85%-ს არ აქვთ მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს თანამშრომელთა უმრავლესობა სათანადოდ ვერ იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს. ამიტომაც თქვენი ბიზნესის პროდუქტიულობა იკლებს. ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ გამოიმუშავებენ 2.5 ჯერ მეტ ბრუნვას კომპანიები, რომელთა თანამშრომლები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.  გუნდური მუშაობა კი გეხმარებათ, გაზარდოთ თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის სიხშირე. ასეთი თანამშრომლები უფრო მეტად არიან მზად გამოწვევებისთვის და უფრო მარტივად ადაპტირდებიან ცვლილებებთან, ამიტომ რამდენადაც ისინი ამყარებენ კავშირს და ურთიერთობენ ერთმანეთთან, იმდენადვე ჩართულები არიან სამუშაოში.

  • ზრდის პროდუქტიულობას

„მარტო რამდენად ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია, ერთად კი რამდენი რამ“ – ჰელენ კელერი.

როდესაც გუნდში მუშაობთ სამუშაო ძალა თანაბრადაა გადანაწილებული ყველა გუნდის წევრზე. ზუსტად ეს არის, რასაც TaskQue აკეთებს თავისი „გუნდური მახასიათებლით“. ის იყენებს გონებრივი დავალების გამანაწილებელ მექანიზმს, რითაც რწმუნდება, რომ არც ერთი გუნდის წევრი არ გრძნობს თავს ძალიან დატვირთულად ან გადაღლილად. ეს თქვენს გუნდს აძლევს საშუალებას, გააკეთოს მეტი მოკლე დროში. გუნდური მუშაობა არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს პროდუქტიულობას, არამედ უგულებელყოფს დასაქმებულთა გადატვირთვას.

  • მტკიცე კავშირის განვითარება

გუნდური მუშაობა თქვენი გუნდის წევრებს აახლოვებს ერთმანეთთან და აყალიბებს მტკიცე კავშირს. ის ასევე აუმჯობესებს თანამშრომელთა ურთიერთობას და ზრდის ნდობას. როდესაც თქვენი თანამშრომლები ერთმანეთის მიმართ ნდობას გამოამჟღავნებენ, ეს მათ უბიძგებს მეტი სოციალიზაციისკენ და მეტიც, სამსახურის გარეთ შეხვედრებისკენ. ამდაგვარად, თანამშრომლებს თავიანთ თავზე შეექმნებათ წარმოდგენა, როგორც დიდი საზოგადოების წევრებზე და ამით გუნდის თავსებადობა, თანამშრომლობა დაიწყებს გაუმჯობესებას.

  • ნაყოფიერი შეხვედრები

გამოუსადეგარი შეხვედრები წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს სამუშაო ადგილზე პროდუქტიულობის ჩასახშობად. გუნდური მუშაობით თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ პროდუქტიული შეხვედრები. თუნდაც, როდესაც თქვენ შეხვედრას დაგეგმავთ, შეამჩნევთ, რომ ისინი სწრაფად ინაწილებენ საქმეს, დასაქმებულების ერთმანეთთან კავშირი უფრო მყარია და აფასებენ კოლეგების ძალისხმევას.

  • ინოვაცია

„ბევრი იდეა უკეთესად ვითარდება, როდესაც სხვის გონებაშიც გადაინერგება, ვიდრე როდესაც რჩება იქ, სადაც აღმოცენდა“ – ოლივერ უენდელ ჰოლმსი.

ყოფილხართ ოდესმე იდეათა გენერირების სესიაზე? თუ კი, მაშინ თქვენ გეცოდინებათ რამდენი უნიკალური იდეა იბადება ამ დროს. შეადარეთ ეს რაოდენობა ერთი ინდივიდის იდეათა რაოდენობას და დაინახავთ დიდ განსხვავებას იდეების რაოდენობასა და ხარისხში. გუნდური მუშაობა ხელს უწყობს ინოვაციას და წინ წამოსწევს ინოვაციურ იდეებს. ინოვაციური იდეები მოქმედებს საწვავით, რომელიც თქვენს ბიზნეს წინ წასწევს მანამ სანამ არ გამოილევა, ხოლო შემდეგ თქვენმა ბიზნესმა ახალი იდეები უნდა წარმოშვას, უკეთესი პროდუქცია და მომსახურება შესთავაზოთ, რათა დარჩეთ კონკრუნტუნარიანი ბიზნესის სამყაროში.

  • განწყობის ამაღლება

სამუშაო ადგილზე ერთობის ჩამოყალიბებამ შესაძლოა, თქვენი გუნდის განწყობა აამაღლოს. რამდენადაც თანამშრომლები ენდობიან ერთმანეთს, იმდენადვე დაუჭერენ მხარს. ისინი ყოველთვის მზად იქნებიან თავიანთი კოლეგებისთვის დახმარების ხელის გასაწევად. როდესაც იცით, რომ მარტო არ ხართ, თქვენი მოტივაციის დონე იწევს და ასევე მაღლდება თქვენი განწყობაც. ნელ-ნელა ეს ეფექტურად მოქმედებს ყველა დასაქმებულზე და მთელს ორგანიზაციაში იზრდება თავდაჯერებულობის დონე.

  • ბიზნესის ზრდის დაჩქარება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდური მუშაობა თქვენს თანამშრომლებს უფრო პროდუქტიულს ხდის. როდესაც თქვენი თანამშრომლები აღწევენ პროდუქტიულობის პიკს, თქვენი ბიზნესიც იზრდება. ეს ბაზარზე ახალი პროდუქციის სწრაფად შემოტანის საშუალებას აძლევს ბიზნესებს და რაც მნიშვნელოვანია, თქვენ გიადვილებთ მასობრივი პროდუქციის წარმოებას. მხოლოდ ეს არ არის, თქვენ  გენიჭებათ უპირატესობა, როდესაც ბაზარზე იმაზე სწრაფად შემოიტანთ ახალ პროდუქტს, ვიდრე თქვენი კონკურენტები.