გაიცანი საკუთარი თავი და განავითარე

ძვირფასო მკითხველო, მინდა, ეს ბლოგი ბოლომდე წაიკითხო და დაიწყო საკუთარი თავის სიყვარული. მინდა, იპოვო საკუთარი თავი და გაიგო, თუ რამდენად განსაკუთრებული და უნიკალური ხარ. ასევე გაიგო, რამდენად დიდ შესაძლებლობებსა და უნარებს ფლობ, თუმცა არ იყენებ მათ. ჩვენ, ყველა განსაკუთრებული ვართ და ყოველ ჩვენგანში არის დიდი ნიჭი, შესაძლებლობა, უნარები, თუმცა მათ პოვნას არ ვცდილობთ. საინტერესოა, რატომ ხდება ასე?! ალბათ იმიტომ რომ საკუთარ თავს არ ვუღრმავდებით. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენ ყველას მოგვეცა შანსი, გამოვიყენოთ ჩვენი მდგომარეობა და შევისწავლოთ საკუთარი თავი, ვისწავლოთ საკუთარ თავთან ურთიერთობა და დავიწყოთ  მისი შეცვლა უკეთესობისკენ.

ადამიანს დიდი დროს სჭირდება გაიაზროს, რომ „მე უნდა განვვითარდე“-სა და „მე მინდა, განვვითარდეს“-ს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. როდესაც საკუთარი თავის განვითრებას ცდილობ, სწორედ მაშინ ხვდები, რომ ცოცხალი ხარ, სწორედ მაშინ ხვდები, რომ შენ ქმნი იმ ბედნიერებას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდი.  ყველაზე დიდი შთაგონება საკუთარი თავია მომავლიდან.  არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, მთავარია, იმაზე იფიქრო, რატომ აკეთებ, რატომ გაფერხებს ის, რაც გაფერხებს, რატომ ვერ აკეთებ იმას, რაც გინდა რომ გააკეთო. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რისი გაკეთება გიყვარს, რა განიჭებს ყველაზე დიდ ბედნიერებას და გააკეთე იბრძოლე იმისთვის, რომ ეს ბედნიერება გქონდეს.

რატომ არის თვითგანვითარება მნიშვნელოვანი?! ის გვეხმარება გავიგოთ, რა შეგვიძლია, რა მოგვწონს, რა უნარებს ვფლობთ და როგორ გამოვიყენოთ ჩვენი უნარები. ამისთვის საჭიროა არა საბოლოო მიზნის დასახვა, არამედ პატარ-პატარა მიზნების დასხვა და ისე მისვლა საბოლოო მიზნამდე. თავიდან ძალიან რთულია, რადგან ჩვენს ტვინში ქაოსი ჩნდება და არ ვიცით, საიდან უნდა დავიწყოთ, უცებ თითქოს პატარა ნაწილაკი ჩანხარ დიდი სამყაროში, თუმცა მთელი სიმარტივე სირთულეში არ არის. განა ყველაზე საინტერესო არ არის როდესაც საკუთარ თავს აკვირდები ამ პროცესში?

როდესაც ამაზე დაკვირვება დავიწყე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი ვიყავი და ვსუნთქავდი. დიახ, ამ მომენტისთვის ნამდვილად ღირს სიცოცხლე. სწორედ ამ სირთულეების გამოცდილებით სწავლობ და აფასებ შენს ცხოვრებას, საკუთარ ადამიანობას. გამოიყენე ყოველი წამი და წუთი საკუთარი თავის განვითარებისთვის, დააფასე ყველა მომენტი, ყველა სირთულე და ისწავლე გზების გამარტივება და პრობლემების გადაჭრა თავად. ისწავლე, თუ როგორ შთააგონო საკუთარი თავი მომავლით, ამას შენზე კარგად ვერავინ გააკეთებს, სწორედ ეს არის მუდმივი გასაღები ბედნიერებისა და თვითმოტივაციისა.

წაიკითხე წიგნები, ნახე საინტერესო ფილმები, მოუსმინე სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, დაინტერესდი ახალი საინტერესო ამბებითა და ინფორმაციით, გახდი საკუთარი თავის ლიდერი, შეისწავლე იმდენი ენა, რამდენიც შეგიძლია. ეს ყველაფერი არ არის მარტივი, თუმცა საინტერესოა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი თვალი გაქვს, რამდენი ფეხი, რამდენი ხელი – მნიშვნელოვანია, რისი მიღწევა გსურს თავად შენ!

დატოვე შენი ნაკვალევი ამ სამყაროში. იპოვე და შექმენი შენი პატარა საზრისი, ამ დიდ სამყაროში!