გაანულე ცხოვრება და დაიწყე თავიდან

ადამიანის ერთეული ერთია და სამყარო სხვადასხვა.

ადამიანის აგებულება ერთია და ისინი სხვადასხვა გარემოში ხვდებიან.

ვიღაცას მეტი  რესურსი აქვს, ვიღაც ურესურსოდ ცხოვრობს.

ვიღაცას გაუმართლა და ვიღაცას არა.

უამრავი რამ გვაქვს წაკითხული ამ სამოტივაციო, პირადი განვითარების, ცხოვრებისეული პრაქტიკის, პოზიტიური აზროვნების შესახებ და უმარავი მეთოდოლოგიაა შექმნილი.

შეუძლებელია, თითოეულმა ჩვენთაგანმა ყოველი მეთოდი საკუთარ თავზე გამოვცადოთ, ფაქტია, რომ როდესაც კითხვა  ისმის ან პრობლემა იწყება,  მივმართავთ, ვეძებთ  ყველა ხერხს და ვცდილობთ, ზედმიწევნით გამოვიყენოთ. 

ასეთი მიდგომა გვეხმარება  აქტიიური (მტკივნეული თუ საჭირო) ფაზის სიმშვიდეში მოყვანაში, თუმცა პასიურ ფაზაში გვავიწყდება და იგივე რეჟიმით ვაგრძელებთ ცხოვრებას. რატომ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ საკუთარი თავი ჩვენ გვეკუთვნის, რომ სპორტი სასარგებლოა, რომ მოწევა კლავს, რომ არასწორი კვება იწვევს უამრავ დაავადებას და ა.შ …..

ძირითადად, აზროვნებას მინდა შევეხო, რომელიც ზოგ შემთხვევაში ბავშვობიდან, ზოგში ახალგაზრდობიდან, ზოგში ძლიერი ემოციის ან უბრალოდ საკუთარი თავის წვრითნის შედეგად მიღებული ნაყოფია. ბევრნაირი ვყოფილვარ და ბევრგვარად მიმუშავია საკუთარ თავზე. ბავშვობაშიც ჩავსულვარ, მიმდინარე საქმეებშიც, გენეტიკაში, შესაძლებლობებში და დამერწმუნეთ უამრავ რამეში. საბოლოო ჯამში, ერთი დასკვნა გამომაქვს, იყავი აქ და ამ წამში.

რა გვეხმარება „ამ წამში“ ყოფნაშ?

. არსებობს „მყარი და მოქნილი“ ქმედებები, ასე ავსახავ სტანდარტიზირებულ და კრეატიულ აზროვნებას. ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე ნაკლებად საწვრთნელია და ან ნაკლებად სამუშაო. მყარი უნარები ფასეულობებთან მაქვს გატოლებული და მოქნილს ჩვეულებრივ ყოველდღიურობას ვუკავშირებ,  რაც ხელს მიწყობს, რომ ადამინი ვიყო და არა ავტომატურ რეჟიმზე ჩართული მანქანა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ორივე მიმართულებით (მყარი და მოქნილი)  მიმაჩნია,  რომ ყოველი მონაკვეთი თეთრ ფურცელს დაამსგავსო, რომელზეც ახალი ცხოვრების დაწერას დაიწყებ. წარმატებას გაანულებ და ნეგატივს არ გაუგზავნი გრძელვადიან მეხსიერებას დასამახსოვრებლად.

გაანულე ცხოვრება და დაიწყე თავიდან.

„თეთრი ფურცელი და ახალი დაწერილი სტრიქონი“.