არტ-თერაპია და საკუთარი თავის პოვნა

ბოლო წლებში  ფსიქოლოგიური თერაპიის ტექნიკები ძალზე განვითარდა და მათ შორის საკმაოდ დიდი ადგილი დაიმკვიდრა არტ-თერაპიამ. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგი ფსიქოლოგიაში თავისი სპეციფიკურობითა და გამორჩეული ტექნიკებით. ხელოვნება ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. მეტიც, ის ხშირ შემთხვევაში გვაძლევინებს სტრეს და გვეხმარება საკუთარი თავის, ემოციების შეცნობაში. ართ-ტერაპიაში მრავალი მიმართულებაა: ხატვა, მუსიკა, ფოტოების გადაღება, ცეკვა, პოეზია, ძერწვა და სხვ. წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა, როდესაც  საკუთარი განცდების, გრძნობებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოყენება შეგიძლია, არა უბრალოდ სიტყვებით, არამედ ხელოვნებით. შეგიძლია, ადამიანებს სხვადასხვა მხრიდან დაანახო საკუთარი თავი. სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო პროცესი ამ დარგში – საკუთარი თავისა და ფსიქიკური მდგომარეობის გამოხატვა მრავალფეროვნად.

როდესაც პირველად მახატინებდნენ ძალიან დავიძაბე, თუმცა მალევე აღმოვაჩინე საკუთარ თავში სრულიად განსხვავებული ემოცია, რომელიც ძალიან გავდა შვებას, თავისუფლებას, თითქოს გავთავისუფლდი ნეგატიური შეგრძნებიებისგან. არ არის უცილებელი, ხატვის ნიჭი გქონდეს. მნიშვნელოვანია, თუ რა ფერს როგორ იყენებ და რამდენად ჩართული ხარ საქმის პროცესში. ფსიქიკაში წარმოქმნილი ფერები, რომლებიც რაღაც სახის ასოციაციებს გვიქმნიან, გადმოგვაქვს ფურცელზე და ეს ძალიან საინტერესო პროცესია. შენი იმპროვიზაცია, ინდივიდუალიზმი გადმოგაქვს ფურცელზე სხვადასხვა ფერის საშუალებით და აღწერ საკუთარი გრძნობების შინაარსს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არტ-თერაპიის დროს არაცნობიერად ვირჩევთ ფერებს. როდესაც ვხედავთ რომელიმე ფერს, ჩვენში მაშინვე იღვიძებს ასოციაცია, რომელიც სიგნალს გადასცემს ჩვენს ტვინს და ტვინი თითქოს ხელებთან არის შეთანხმებული, თავისით იწყებს ხატვას და ირჩევს ფერებს. თითქოს ტვინი და ხელები ერთად მოქმედებენ და მთელი სხეულით ერთვები პროცესში. ბოლოს კი გადმოგაქვს სიმბოლური შინაარსი, რომელიც საუბრობს შენს განცდებსა და გრძნობებზე. მთელი შენი ნეგატიური ფიქრები გადმოგაქვს ფურცელზე და  უეცრად თავისუფლდები შვების უდიდესი განცდით.

 ადამიანები ჩვენი სუბიექტურობიდან გამომდინარე აღვიქვამთ გარემოს, ყველას ჩვენი სუბიექტური რეალობა გვაქვს და ჩვენს ფსიქიკაში ყველა ფერს თავისი როლი, თავისი მისია აკისრია. ადამიანის ფსიქიკა, რაც უფრო ფერადია, მით უფრო ასხივებს და პოზიტიურ გავლენას ახდენს გარშეომომყოფებზე, მაგალითად ცისარტყელა. დარწმუნბულია ვარ, რომ როდესაც შხაპუნა წვიმის შემდეგ ლამაზი ცისარტყელა გამოისახება, გაუცნობიერებლად კარგ ხასიათზე ვდგებით, მოგვწონს მისი სიფერადე, მისი არსი, რომ ის მშვიდობის სიმბოლოა და ასევე ვიწყებთ ფიქრს, თუ რამდენად დიდი და საინტერესოა სამყარო. 

სხვადასხვა ფერი სხვადასხვა გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე. როდესაც თვალი ხედავს მწვანე ფერს, ჩვენ ბუნება გვახსენდება, თუ როგორი მწვანეა ჩვენი სამყარო, რამდენად ლამაზია ზაფხული, ტვინი არაცნობიერად მშვიდდება და წარმოგიდგება თვალწინ ლანდშაფტი, რომელიც ტვინში არსებულ ქაოსს ალაგებს. წითელი ემოციებთან დაკავშირებული ფერია – ემოციების მოზღვავება, მათგან აფეთქება, წითელი არის ვნებისა და ემოციების ფერი. ლურჯი – თითქოს, იდუმალი ფერია, რომელიც სიღრმისეულად გვაფიქრებს სხვადასხვა საკითხზე. 

საინტერესოა, ნახატი რომ იყო, როგორი ნახატი იქნებოდი?!