ანი საათაშვილი QBQ-ს შესახებ

ჩვენი პარტნიორი კომპანიები QBQ-ს საქმიანობისა და ტრენინგების შედეგად მიღებულ შედეგებზე გვიყვებიან. ჩვენი რესპოდენტია ანი საათაშვილი SILVER 39 სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ხშირად უნდა მიმართოს კომპანიამ, ამ შემთხევაში სასტუმროს მენეჯმენტმა, სატრენინგო ცენტრებს თანამშრომელთა გადამზადების მიზნით?

წელიწადში ორჯერ კარგი იქნება. თუ სეზონურია, მაშინ სასურველია, სეზონის დაწყებამდე ჩატარდეს ტრენინგი.

შესაძლებელია თუ არა ტრენინგის შემდეგ მიიღო შედეგი და რა მოხდა თქვენს შემთხვევაში?

ნამდვილად შესაძლებელია. მთავარია ტრენერის მიდგომა და მუხტი, რომელიც ნამდვილად აქვს მაკა მჟავანაძეს.

როგორ შეხვდნენ თქვენი თანამშრომლები სწავლების აუცილებლობას და შემდგომ მოხდა თუ არა ასახვა მუშა პროცესში?

თავდაპირველად თანამშრომლები საკმაოდ რთულად შეხვდნენ, თუმცა აშკარა იყო შემდგომი სურათი. ისინი მიხვდნენ, რომ ცოდნა არასოდეს არის ზედმეტი.

როგორ შეაფასებდით QBQ-ს საქმიანობას და რას გვირჩევდით?

თქვენს საქმიანობას მაღალი ქულით შევაფასებ. ნამდვილად მაქსიმუმს აკეთებთ იმისათვის, რომ ძალზე მდორე თანამშომელიც კი აიყოლიოთ და ჩართოთ ტრენინგში. რაც მთავარია, ყოველი ჩატარებული ტრენინგის შემდეგ იგრძნობა შედეგი. თანამშრომლები ბევრად ორიენტირებულები ხდებიან მომსახურებაზე. კომპანიისთვისაც საჭიროა, რომ თანამშრომლები მხოლოდ ანაზღაურებისთვის არ მუშაობდნენ, არამედ კვალიფიკაცია და გამოცდილება აიმაღლონ შემდგომი სერიოზული ნაბიჯებისა და კარიერული წინსვლისთვის.