აკრასიის ეფექტი და როგორ ვებრძოლოთ მას

გჭირთ თუ არა აკრასია?

დღის განმავლობაში ვიღებთ ასობით გადაწყვეტილებას. ხშირად ხდება, რომ გვინდა რაღაცის გაკეთება და ვერ ვაკეთებთ, მაგალითად სიგარეტის მოწევის თავის დანებება. ვიცით, რომ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მაინც ვეწევით. ვიცით, რომ ჯანსაღი კვება ჩვენი სხეულისთვის და გონებისთვის სასარგებლოა, მაგრამ მაინც არაჯანსაღად ვიკვებებით. აზარტული თამაშები დამღუპველია, მაგრამ მაინც ვთამაშობთ. სწორედ ესაა ლამაზი ბერძნული ტერმინის აკრასიის განმარტება- უნებისყოფობა და საკუთარი თავის ვერ გაკონტროლება. ტერმინი პროკრასტინაცია ნიშნავს, როდესაც ადამიანი აკეთებს დასახული მიზნის დროში გაწელვას, გადავადებას. მაგალითად: ორშაბათიდან აღარ მოვწევ, ახალი წლის შემდეგ სწორ კვებაზე გადავდივარ და სხვა.

ალბათ ახლა ბევრმა ამოვიცანით ჩვენი თავი ამ ორი ტერმინის განმარტებისას და ვიცით, რომ ამ ყველაფერს მივყავართ ნეგატიურ დამოკიდებულებამდე საკუთარი თავის მიმართ. აკრასიის მიზეზად შეიძლება ბევრი რამ მოგვევლინოს, თუმცა ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი მოტივაციის დეფიციტია, შესაბამისად წამალი ეს არის- თვითმოტივაცია.

სიტყვა მოტივაციას უამრავი განმარტება აქვს, ეს არის ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა. საუკეთესო სახის მოტივაცია კი თვითმოტივაციაა. ხშირად  ვიყენებთ გარე წყაროების მოტივაციას გარკვეულ სფეროებში, მაგრამ გარეგანი მოტივაცია ნაკლებად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავითვალისწინოთ კონკრეტული ქმედების უფრო ღრმა მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. თვითმოტივაციის დროს ვართ ბედნიერები, გვაქვს ნაკლები სტრესი და ვაკეთებს იმას, რისი გაკეთებაც გვინდა.

თვითმოტივაციის გასაღრმავებლად საჭიროა:

  • მიზნების დასახვა SMART კონცეფციის მიხედვით, რომელიც გულისხმობს მიზნის დასახვას შემდეგი კრიტერიუმებით:

Specific- სპეციფიური, კონკრეტული, ცალსახად განსაზღვური;

Measurable- გაზომვადი;

Achievable- მიღწევადი;

Relevant- რელევანტური, ადეკვატური;

Timed- დროში გაწერილი;

  • გააგრძელეთ სწავლა და ცოდნის შეძენა;
  • გააატარეთ დრო ენთუზიაზმითა და პოზიტივით სავსე ადამიანების გარემოცვაში;
  • შევიმუშავეთ პოზიტიური აზროვნება;
  • დაადგინეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • იმუშავეთ დროის ეფექტურად მართვის უნარზე;
  • დააჯილდოეთ საკუთარი თავი, რაც შეიძლება სხვადასხვა სახით მოხდეს მაგალითად, გაიკეთეთ პატარა საჩუქარი მიზნის მიღწევის შემთხვევაში;
  • გააცნობიერეთ სარგებელი, თუ რა მოჰყვება თქვენს საქმიანობას და დააფასეთ იგი.

არასდროს დაგეკარგოთ თვითმოტივაცია!