დავასრულეთ მომსახურების ტრეინინგი სასტუმრო “ამბასადორთან”

დავასრულეთ მომსახურების ტრეინინგ-კურსი  სასტუმრო “ამბასადორთან”. კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნენ საკითხებს, რომელიც სასტუმრო ბიზნესში ეფექტურ მომსახურებას უკავშირდება: როგორ მოვემსახუროთ სტუმრებს რთულ სიტუაციაში, რა წესები და სტანდარტები არსებობს სტუმრებთან ურთიერთობისას, რა ეროვნული თავისებურებანი უნდა გავითვალისწინოთ სტუმარმასპინძლობისას და რა როლი ენიჭება თითოეულ თანამშრომელს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

QBQ მადლობას უხდის სასტუმრო ამბასადორს ნდობისთვის, უსურვებს წარმატებას და ბევრ კმაყოფილ სტუმარს.