ვაგრძელებთ თანამშრომლობას კომპანია “მოდუსთან”

QBQ აგრძელებს თანამშრომლობას კომპანია მოდუსთან. მოდუსი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია, რომელიც ქალაქ ბათუმში ფუნქციონირებს და ჩვენი ტრენერების მიერ გაზიარებული გამოცდილებით მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას ცდილობს. მოდუსთან ჩატარებული ტრენინგ-კურსი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:

  • მომსახურება;
  • გაყიდვები;
  • მენეჯმენტი;

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ საკითხებს, როგორიცაა: როგორ ვმართოთ ბიზნესი სწორად, როგორ გავხდეთ მომხმარებელზე ორიენტირებული და როგორ გავუმკლავდეთ სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სხვადასხვა სახის პრობლემებს.

QBQ მზად არის საქართველოს მასშტაბით საკუთარი წვლილი შეიტანოს ბიზნესის განვითარებაში და თითოეულ კომპანიას მასზე მორგებული ტრენინგ-მოდული შესთავაზოს. მადლობას ვუხდით კომპანია მოდუსს თანამშრომლობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ საბაზრო ასპარეზზე.