მომსახურების ტრეინინგი “ევროპის უნივერსიტეტთან”

8-11 იანვარს QBQ-ს ტრენერების გუნდმა ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლებს, კოორდინატორებსა და სასწავლო მენეჯერებს, 4-დღიანი ტრეინინგ-კურსი ჩაუტარა თემებზე:

  • ეფექტური კომინიკაციები;
  • ემოციური ინტელექტი;
  • მოტივაცია;

ტრენინგის მონაწილეები თეორიული და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით ეფექტური მომსახურების ძირითად სტანდარტებს გაეცნენ. ტრენინგის ფარგლებში QBQ-ს ტრენერებმა  განიხილეს საკითხები, როგორიცაა: ინფორმაციის მიწოდების სწორი ფორმები, თვითმოტივაციის მნიშვნელობა, საკუთარი ემოციების მართვა და ა.შ. QBQ-ს მიერ გადამზადებული თანამშრომლები აქტიურად ჩაებმებიან უნივერსიტეტის მომსახურების სტანდარტების ჩამოყალიბებაში.

ევროპის უნივერსიტეტთან 4-დღიანი თანამშრომლობა QBQ-თვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. QBQ მადლობას უხდის “ევროპის უნივერსიტეტს” გაწეული ნდობისთვის და კიდევ უფრო დიდ წარმატებას უსურვებს სამომავლოდ.