კომპლექსური ტრეინინგ-კურსი კომპანია ZODI-ში

2018 წლის ოქტომბერში, QBQ-მ დაასრულა ინტენსიური ტრენინგ-კურსი სამშენებლო და სარემონტო მაღაზიათა ქსელ  „ზოდთან“. ტრენინგი შემდეგ მოდულებს მოიცავდა:

  • მომსახურების სერვისი;
  • ეფექტური გაყიდვები;
  • მენეჯმენტი;

გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ  განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას და მის თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან სიახლეებისთვის.  ტრენინგის მსვლელობისას ჩვენი მიზანი იყო, კურსი ისე დაგვეტვირთა ინფორმაციულად და ემოციურად, რომ თითოეულ თანამშრომელში პიროვნული განვითარებისკენ სწრაფვის სურვილი გაგვეღვიძებინა.
ZODI- ს გუნდს ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას და მის უდიდეს გულშემატკივრად ვრჩებით.