ტრენინგ-კურსი საშუალო რგოლის მენეჯერთათვის კომპანია „ნავნესთან“

დავასრულეთ ტრენინგ-კურსი კომპანია „ნავნესთან“ მენეჯმენტის მიმართულებით. დროის მცირე მონაკვეთში მიწოდებული ძირითადი თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევები კომპანიას დაეხმარება ეფექტური მუშაობის გაზრდაში. კურსის განმავლობაში ნავნეს გუნდთან ერთად განვიხილეთ საკითხები:

  • რა არის მენეჯმენტი;
  • რა მართვის ტექნიკები არსებობს ზოგად მენეჯმენტში;
  • როგორ ხდება უწყვეტი განვითარების სისტემის დანერგვა კომპანიაში;
  • როგორ დავნერგოთ შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს პროცესი;
  • რა განსაკუთრებული როლი აქვს თითოეულ თანამშრომელს სამუშაო პროცესში;
  • თანამშრომელთა მატერიალური და არამატერიალური მოტივაციათა სისტემის დანერგვა;
  • დაგეგმარება მენეჯმენტში;

QBQ მადლობას უხდის კომპანია „ნავნეს“ თანამშრომლობისთვის და მომავალშიც მის გულშემატკივრად რჩება.