2017 წლის ნოემბერში დავასრულეთ ინტენსიური ტრენინგ-კურსი კომპანია სვის კაპიტალთან. ტრენინგ-კურსი შემდეგ მოდულებს მოიცავდა;
- მომსახურება;
- გაყიდვები;
- მენეჯმენტი;
ტრენინგის მსვლელობისას განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა; როგორ გავხადოთ გუნდი უფრო მეტად მოტივირებული, როგორ გავზარდოთ კომპანიის გაყიდვები და როგორ გავხდეთ მომხმარებელზე ორიენტირებული.
QBQ მადლობას უხდის Swiss Capital-ის განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და წარმატებას უსურვებს.