ფრანგული ბრენდი და მომსახურების მაღალი სტანდარტი

QBQ-მ კომპანია ბრიკორამას თანამშრომლებს კომპლექსური ტრენინგ-კურსი ჩაუტარა მომსახურებისა და გაყიდვების მიმართულებით. ტრენინგზე განვიხილეთ საკითხები, როგორიცაა: მომსახურების როლი გაყიდვების გაუმჯობესებაში, გაყიდვების წარმოების ეტაპები, ბარიერები პროდუქციის შეთავაზების პროცესში, კომლექსური და ჯვარედინი გაყიდვები, როგორ გავხდეთ მომხმარებელზე ორიენტირებული, როგორ გავუმკლავდეთ მომსახურების პროცესში წარმოქნილ სირთულეებს, ბრენდი და მისი მნიშვნელობა მომსახურების სისტემაში.

მადლობას ვუხდით ბრიკორამას ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ვუსურვებთ  წარმატებას.